ახალი ამბები

ანონსი: 7 დეკემბერი

6 დეკემბერი, 2015 • 1664
ანონსი: 7 დეკემბერი

გთავაზობთ, 7 დეკემბრისათვის დაგეგმილი ღონისძიებების ანონსს:

11:00 საათზე, “პირველ პრესკლუბში” ახლად შექმნილი “პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარე ლაშა სტურუა და პარტიის წევრები: თინათინ დოგრაშვილი, ზაზა მჟავია, ნინა თათარაშვილი ბრიფინგს გამართავენ და პარტიის სამოქმედო პროგრამაზე ისაუბრებენ. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

11:00 საათზე, სასტუმრო “ჰოლიდეი ინნ”-ში სახალხო დამცველი თავშესაფრის მაძიებელ, ლტოლვილთა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ სპეციალური ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს.

11:00 საათზე, საქართველოს პარლამენტში, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზში ნტიკორუფციული კვირეულის ფარგლებში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ გამართავს ორი კვლევის პრეზენტაციას: „საპარლამენტო კონტროლის მნიშვნელობა“ (პარლამენტის წევრის კითხვა/შეკითხვა) და „საქართველოს ანტიკორუფციული კანონმდებლობის განხორციელება პრაქტიკაში.“

11:00 საათზე, უფლებადამცველი და ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემები: მარჯვენასაჭიანი სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის აკრძალვა 2016 წლიდან; სავალდებულო ტექნიკური დათვალიერება და სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებული სხვა რეგულაციები და უფლებადამცველთა რეკომენდაციები მთავრობას. „კვირას“ ახალი მისამართია: ფოთის ქუჩა #15. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.

11:30 საათზე, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრები-ს” თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მდინარე ვერეს ხეობის ტერიტორიული განვითარების კონცეფცია; დაავადებული ხეები და გადამხმარი ტყეები და სკვერები. „კვირას“ ახალი მისამართია: ფოთის ქუჩა #15. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.

11:30 საათზე, პრაიმტაიმის პრესკლუბში ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი ანი მიროტაძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.

11:30 საათზე, “პირველ პრესკლუბში” “ყოფილი პოლიტპატიმრები – ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: პატრიარქის ინიციატივა. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

11:45 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ დაგეგმილია საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლების შეხვედრა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ გიორგი ქადაგიძესთან. შეხვედრა წარიმართება დიალოგის ფორმატში.

12:00 საათზე, “პირველ პრესკლუბში” ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი, სპეციალურ განცხადებას გააკეთებს თემაზე: ყოფილმა ხელისუფლებამ თავი უნდა დაანებოს სასამართლოში გავლენის შენარჩუნებას. მოსამართლეობის შესარჩევ კონკურსში სისტემური დანაშაულებების მომხრე მოსამართლეების ადგილი აღარ არის. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე: 595 03 77 22

12:00 საათზე, „არქიტექტორთა კავშირის“ თავმჯდომარე დავით აბულაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მდინარე ვერეს ხეობის ტერიტორიული განვითარების კონცეფცია, რომლის პრეზენტაცია თბილისის მერიაში შედგა. „კვირას“ ახალი მისამართია: ფოთის ქუჩა #15. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.

14:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ „ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი“ პოლონეთის საელჩოსა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებთან ერთად ოჯახში ძალადობის თემაზე კანონში შესატანი ცვლილებების პრეზენტაციას გამართავს. მისამართი: ვარდების რევოლუციის მოედანი 1. შეხვედრების ოთახი 5. საკონტაქტო ტელ: 597580154.

მასალების გადაბეჭდვის წესი