ახალი ამბები

თბილისში პატრიარქის ინიციატივის წინააღმდეგ აქცია გაიმართება

6 დეკემბერი, 2015 • 1698
თბილისში პატრიარქის ინიციატივის წინააღმდეგ აქცია გაიმართება

საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან, 7 დეკემბერს, 19:00 საათზე აქცია სახელწოდებით “გადადექით, წადი მონასტერში!” გაიმართება. აქციის ორგანიზატორები საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქის, ილია მეორის ინიციატივას გააპროტესტებენ. ილია მეორის განცხადებით, პატრიარქს უნდა ჰქონდეს პატიმრების შეწყალების უფლება. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კი უკვე მიმართა პრეზიდენტსა და პარლამენტს შესაბამისი იდეის განხილვის თხოვნით.

“შევახსენებთ ხელისუფლების ნებისმიერ პასუხისმგებელ პირს, რომ ისინი სეკულარული და მრავალეთნიკური სახელმწიფოს დაქირავებული მოხელეები არიან. მათ ხელფასს საქმეში ვუხდით და არა ლოცვაში.

მათგან მოვითხოვთ, საკუთარი რელიგიური გრძნობები დატოვონ სახლში და მოძღვართან, გამიჯნონ მისგან სახელმწიფო მოხელის ფუნქციები და ვალდებულებები. წინააღმდეგ შემთხვევაში მოვითხოვთ მათ დაუყოვნებლივ გადადგომას, როგორც სუსტი ჩინოვნიკების, რომლებიც პატრიარქის ლოცვა-კურთხევის გარეშე თავიანთი საქმიანობის ლეგიტიმაციას ვერ ახერხებენ,” – ნათქვაია აქციის ორგანიზატორთა მიერ გავრცელებულ მიმართვაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი