ახალი ამბები

ელისო ჩაფიძე: პარლამენტი აუცილებლად იმსჯელებს, როგორ გაიზარდოს საპატრიარქოს როლი შეწყალების პროცესში

6 დეკემბერი, 2015 • 1669
ელისო ჩაფიძე: პარლამენტი აუცილებლად იმსჯელებს, როგორ გაიზარდოს საპატრიარქოს როლი შეწყალების პროცესში

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილის, ელისო ჩაფიძის აზრით, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქის ილია მეორეს განცხადებასთან დაკავშირებით შესაძლოა საზოგადოებრივი აზრის კვლევაც განხორციელდეს.

“პრემიერის გადაწყვეტილებაზე, რომ მიმართოს პრეზიდენტისა და პარლამენტს აღნიშნული საკითხის განსახილველად, მე ვფიქრობ, რომ ასევე შესაძლოა ჩვენ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვაც ჩავატაროთ, და ინსტიტუციურად როგორ გაიზარდოს საპატრიარქოსა და პატრიარქის როლი შეწყალების პროცესში, ამაზე პარლამენტი აუცილებლად იმსჯელებს,”- აცხადებს ელისო ჩაფიძე.

5 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ილია მეორემ განაცხადა, რომ პრეზიდენტის გარდა, პატრიარქსაც უნდა ჰქონდეს პატიმრების შეწყალების უფლება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტს და პარლამენტს მიმართავს, რომ იმსჯელონ პატრიარქისთვის პატიმრების შეწყალების უფლების მინიჭების საკითხზე. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, შეწყალების პროცესში პატრიარქის ჩართულობის გაზრდა პოზიტიურ როლს შეასრულებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი