ახალი ამბები

ანონსი — 6 დეკემბერი

6 დეკემბერი, 2015 • 1401
ანონსი — 6 დეკემბერი

წარმოგიდგენთ 6 დეკემბერს დაგეგმილ ღონისძიებების ანონსს:

10:00  —  ცთბილისი მოლში, პროექტის ,,დაიწყე ბიზნესი Fab Lab-თან ერთად” ფარგლებში შექმნილი პროდუქტის გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა. მისამართი: თბილისი, აღმაშენებლის 16კმ.

12:00  —  საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამოფენა და წიგნის „წერილი მამისგან“ პრეზენტაცია გაიმართება. გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) პარტნიორ ორგანიზაცია We Care-თან ერთად უერთდება გლობალურ კამპანიას „16-დღიანი კამპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ“. ღონისძიება  ტარდება გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც  შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება. მისამართი: თბილისი, გუდიაშვილის № 7.

13:00  —   იუსტიციის სახლთან, მოქალაქეები მარჯვენასაჭიანი მანქანების რეგისტრაციის აკრძალვის კანონპროექტს გააპროტესტებენ. მისამართი: თბილისი, მარჯვენა სანაპირო 0.

მასალების გადაბეჭდვის წესი