ახალი ამბები

პრეზიდენტმა თამარ ბერუჩაშვილი დიდ ბრიტანეთში ელჩად დანიშნა

4 დეკემბერი, 2015 • 1529
პრეზიდენტმა თამარ ბერუჩაშვილი დიდ ბრიტანეთში ელჩად დანიშნა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმად დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე, ასევე, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა.

“გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში თამარ ბერუჩაშვილი მიიღო. შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის არსებული ურთიერთობა და თანამშრომლობის პერსპექტივა განიხილეს. საქართველოს პრეზიდენტმა ახალდანიშნულ ელჩს მის შემდგომ საქმიანობაში წარმატება უსურვა”, – აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

თამარ ბერუჩაშვილი ახალ თანამდებობაზე მუშაობას 2016 წლის 1 მარტიდან შეუდგება.

მასალების გადაბეჭდვის წესი