ახალი ამბები

გვენეტაძე: ვცდილობთ, მოსამართლეობის კანდიდატებთან გამჭვირვალედ განვახორციელოთ გასაუბრება

3 დეკემბერი, 2015 • 1175
გვენეტაძე: ვცდილობთ, მოსამართლეობის კანდიდატებთან გამჭვირვალედ განვახორციელოთ გასაუბრება

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ განაცხადა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ცდილობს,  მოსამართელეები გამჭვირვალედ აირჩოს.

“წინა შემთხვევაშიც, როდესაც საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის 37–ე მუხლი გამოვიყენეთ და ჩვენი ერთ–ერთი წევრი გადაინიშნა და დაწინაურდა სააპელაციო სასამართლოში, მაშინ ეს პრაქტიკა დაინერგა, რომ მან არ მიიღო მონაწილეობა საკონკურსო პოზიციებში გასაუბრებისა და კენჭისყრის პროცედურებში. დღეს ვნახოთ, როგორ იქნება საკითხი გადაწყვეტილი. ჩვენ ვცდილობთ, რომ ძალიან გამჭვირვალედ, ყველა პროცედურის დაცვით განვახორციელოთ კანდიდატებთან გასაუბრება და როდესაც სრულად დასრულდება გასაუბრება, შემდეგ იქნება კენჭისყრები”, – განაცხადა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი მაია ციმაკურიძე ამბობს, რომ კონკურსში მონაწილეობენ მოსამართლეები, რომელთა მიმართ კითხვები არსებობს.

“ამ კონკურსში მონაწილეობენ ყოფილი მოსამართლეები, რომელთა მიმართაც საზოგადოებაში არსებობს შეკითხვები მათ მიერ წარსულში გამოტანილი განაჩენების გამო. მათ ვერ უზრუნველყვეს წარსულში სამართლიანი სასამართლოს უფლება კონკრეტულ შემთხვევებში. ამიტომ ახლა მნიშვნელოვანია, როგორ წარმართსავს საბჭო კონკურსს – გაიმართება თუ არა დისკუსია ამ საკითხზე.

წლებია ვაკვირთებით საბჭოს საქმიანობას. ყოველთვის იყო პრობლემა, რომ საბჭოს გადაწყვეტილებები არ იყო დასაბუთებული. ახლაც ვითხოვთ, რომ საბჭომ თავის ოქმებში, საბოლოდ მიღებულ გადაწყვეტილებებში აღნიშნოს, რა გახდა კონკრეტული კანდიდატისათვის მხარდაჭერის ან უარყოფის საფუძველი.”

საბჭოს სხდომა მედიისათვის ღია იქნება, თუმცა ჟურნალისტებს კამერით გადაღების უფლება არ აქვთ. საბჭოს სხდომა დაიწყო და  ლევან მურუსიძე მას არ ესწრება.

მასალების გადაბეჭდვის წესი