ახალი ამბები

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გენდერული კვოტირების კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა

2 დეკემბერი, 2015 • 1065
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გენდერული კვოტირების კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დღეს გამართულ სხდომაზე კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც საარჩევნო სიაში ყოველი მესამე კანდიდატი განსხვავებული სქესის წარმომადგენელი უნდა იყოს, მხარი არ დაუჭირა.

კომიტეტის სხდომაზე კენჭისყრისას კანონპროექტი საკმარისად მომზადებულად მხოლოდ 4–მა დეპუტატმა მიიჩნია.

ფორმულირებას, რომ კანონპროექტი საკმარისად მომზადებული არ იყო და ავტორებს უნდა დაბრუნებოდა ხარვეზების შესასწორებლად, არც ერთმა დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა.

ასევე,  არც ერთმა დეპუტატმა არ დაუჭირა მხარი კანონპროექტის უარყოფას. ამ გადაწყვეტილების მიუხედავად, კანონპროექტის განხილვა პარლამენტში მაინც გაგრძელდება.

კომიტეტმა ჩაადგო ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის საკანონმდებლო ინიციატივაც, რომლის მიხედვითაც, პარლამენტის დეპუტატებს შორის 50% ქალი უნდა იყოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი