ახალი ამბები

ალგეთის ეროვნულ პარკში ბრაკონიერთა ჯგუფი დააკავეს

29 ნოემბერი, 2015 • 1534
ალგეთის ეროვნულ პარკში ბრაკონიერთა ჯგუფი დააკავეს

ალგეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის რეინჯერებმა, მკაცრი დაცვის ზონაში სამართალდარღვევის ფაქტი გამოავლინეს.

ბრაკონიერთა ჯგუფმა დაცულ ტერიტორიაზე, ორი გარეული ღორი უკანონოდ მოინადირეს. ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცა შესაბამის ორგანოებს. მინდინარეობს ფაქტის გამოძიება. შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია შვიდი ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო ვაზნები.

ნადირობა სახლემწიფო ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებში და მათ გარეშემო 500 მეტრიან ზონაში საქართველოს კანონმდებლობით იკრძალება.

მასალების გადაბეჭდვის წესი