ახალი ამბები

სასამართლო ვერ ამბობს, მიმართა თუ არა სუს-მა ISIS-ის ვებგვერდის აკრძალვის თხოვნით

26 ნოემბერი, 2015 • 1354
სასამართლო ვერ ამბობს, მიმართა თუ არა სუს-მა ISIS-ის ვებგვერდის აკრძალვის თხოვნით

“ეს განეკუთვნება სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებებს”, – ასე უპასუხეს თბილისის საქალაქო სასამართლოდან “ნეტგაზეთის” კითხვას მიმართა თუ არა სუს-მა სასმართლოს wordperss-ის ჰოსტინგებზე წვდომის შეზღუდვისთვის შუამდგომლობით.

“ეს განეკუთვნება სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებებს და ჩვენ იმთავითვე არ გვაქვს წვდომა და ამიტომ ვერ დაგიდასტურებთ, სამწუხაროდ. შეიძლება კიდეც მიმართეს სასამართლოს, უბრალოდ ჩვენთვის არ არის ხელმისაწვდომი. პრესსამსახურისთვის მსგავსი ინფორმაცია არ არის ხოლმე ცნობილი”, – განუცხადეს “ნეტგაზეთს” ბილისის საქალაქო სასამართლოდან.

გუშინმ, 25 ნოემბერს მომხმარებლებს საქართველოდან შეეზღუდათ წვდომა wordperss-ის ჰოსტინგებზე. მოგვიანებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განმრტა, რომ ეს შეზღუდვა უკავშირდებოდა გამოძიებას ტერორისტული გაერთანება “ისლამური სახელმწიფოს” პროპაგანდისტული ვებგვერდის თაობაზე.

თუმცა, აღნიშნულ ვებგვერდზე, რომელიც სუს-ის მტკიცებით, wordperss-თან კომუნიკაციის შედეგად გაითშა, უცხოეთიდან მაინც იყო წვდომა. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ wordperss-ის ჰოსტინგებზე წვდოა სუს-მა ინტერნეტ პროვაიდერების საშუალებით შეზღუდვა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან იზორიამ 16 ნოემბერს მაესტროს ეთერში განაცხადა, რომ  ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს” პროპაგანდისტული ქართული ვებგვერდების შექმნის თაობაზე გამოძიება მიმდინარეობს. იზორიას თქმით, ისინი მიმართავენ სასამართლოს, რომ აირკძალოს ეს საიტები.

მასალების გადაბეჭდვის წესი