ახალი ამბები

სასამართლომ “ცენტრ პოინტს” თანხის გადახდა დააკისრა

14 დეკემბერი, 2010 • • 1363
სასამართლომ “ცენტრ პოინტს” თანხის გადახდა დააკისრა

 თბილისის საქალაქო სასამართლომ სამშენებლო კომპანია ცენტრ პოინტს 128 ათას 117 ათასი აშშ დოლარი დააკისრა.

ვალერ ზარდიაშვილი, რომელსაც დედის, ნუნუ ჯავახიშვილის სახელზე ჰქონდა ბინა შეძენილი ხოშარაულის 29 ნომერში, ცენტრ პოინტს ხელშეკრულების დარღევავაში ადანაშაულებდა და მის მიერ ბინისა და კომერციულ ფართში გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას ითხოვდა. 

ზარდიაშვილი ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ მისი მოთხოვნა საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა. მაგრამ:

“მოსამართლემ გვითხრა, რომ როდესაც მიღებული გადაწყვეტილება ძალაში შევა, იმ დროიდან, ერთი წლის შემდეგ შევა საქმე აღსრულებაში. მოსამართლის ამ გადაწყვეტილებით სულ მცირე 2 წელიწადნახევარი მაინც გამეწელება თანხის დაბრუნება.”

იმ შემთხვევაში, თუ ცენტრ პოინტი გაასაჩივრებს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას და პროცესი უზენაეს სასამართლოში გაგრძელდება, იგი  დროში გაიწელება და რამდენიმე თვეს წაიღებს.

გაასაჩივრებს თუ არა ზარდიაშვილი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც სასამართლოსგან ის აღსრულების წერილს მიიღებს.

 

ამავე თემაზე:

კლიენტები ცენტრ პოინტის წინააღმდეგ

შენი სხვისი სახლი


მასალების გადაბეჭდვის წესი