ახალი ამბები

დევნილთა და განსახლების მინისტრი ავარიაში მოჰყვა – გარდაიცვალა მეორე ავტომობილის მძღოლი

2 დეკემბერი, 2015 • 1445
დევნილთა და განსახლების მინისტრი ავარიაში მოჰყვა – გარდაიცვალა მეორე ავტომობილის მძღოლი

2 დეკემბერს, ღამით, სამტრედია-აბაშის გზაზე დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი ავტოავარიაში მოჰყვა. შეჯახების შედეგად გარდაიცვალა მეორე ავტომობილის მძღოლი, 68 წლის ემზარ ხონელიძე.

როგორც სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, სოზარ სუბარი და მისი და მძღოლი მსუბუქად დაშავდნენ.

მომხდარს შსს იძიებს. საქმე სსსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით აღიძრა. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა,- ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 4-დან 7 წლამდე, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით 3 წლამდე ვადით.

დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი მწუხარებას გამოთქვამს ემზარ ხონელიძის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობ…

Posted by Sozar Subari on Wednesday, 2 December 2015

მასალების გადაბეჭდვის წესი