ახალი ამბები

კონფერენცია კლიმატის ცვლილების შესახებ საპროტესტო მსვლელობების ფონზე [ფოტო]

29 ნოემბერი, 2015 • 1904
კონფერენცია კლიმატის ცვლილების შესახებ საპროტესტო მსვლელობების ფონზე [ფოტო]

საფრანგეთში საერთაშორისო კლიმატის ცვლილებისადმი მიძღვნილი კონფერენციის პარალელურად საპროტესტო აქცია გაიმართა. პარიზში რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა გააპროტესტეს, რომ უსაფრთოების გაზრდილი ნორმების გათვალისწინებით პოლიციამ მათ მსვლელობის ჩატარების უფლება არ მისცა. პოლიციამ შეკრებილები ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალა. BBC-ის ინფორმაციით, ამ დროისათვის დაკავებულია 100 ადამიანი.

13 ნოემბრის ტერორისტული აქტების გამო პარიზში მასობრივი შეკრებები აიკრძალა. პოლიციის განცხადებით, დღევანდელი აქცია ამ აკრძალვას ეწინააღმედეგებოდა, ამიტომ აქციის მონაწილეების დასაშლელად ძალის გამოყენება გახდა საჭირო.

პოლიცია აკავებს ქალს პარიზში გამართულ საპროტესტო აქციაზე. ფოტო: EPA/IAN LANGSDON  EPA/GUILLAUME HORCAJUELO

პოლიცია აკავებს ქალს პარიზში გამართულ საპროტესტო აქციაზე. ფოტო: EPA/IAN LANGSDON EPA/GUILLAUME HORCAJUELO

რესპუბლიკის მოედანზე აქციის მონაწილეებმა სიმბოლურად ფეხსაცმელები დატოვეს.

პროტესტანტებმა, რომლებსაც პარიზში აქციის ჩატარების საშუალება არ მიეცათ, რესპუბლიკის მოედანზე სიმბოლურად ფეხსაცმელები დატოვეს. ფოტო: EPA/IAN LANGSDON

პროტესტანტებმა, რომლებსაც პარიზში აქციის ჩატარების საშუალება არ მიეცათ, რესპუბლიკის მოედანზე სიმბოლურად ფეხსაცმელები დატოვეს. ფოტო: EPA/IAN LANGSDON

მსოფლიოს მასშტაბით კლიმატის ცვლილების შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად 2000-მდე ღონისძიება დაიგეგმა. ფართომასშტაბიან აქციაში ჩაერთნენ ლონდონი, სიდნეი, ბერლინი, კიევი, ვატიკანი, ვაშინგტონი და სხვა ქალაქები.

მსოფლიო მარში კლიმატის ცვლილების შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად. კიევი. ფოტო: EPA/ROMAN PILIPEY

მსოფლიო მარში კლიმატის ცვლილების შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად. ბერლინი. ფოტო: EPA/GREGOR FISCHER

მსოფლიო მარში კლიმატის ცვლილების შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად. ბერლინი. ფოტო: EPA/GREGOR FISCHER

გაეროს კონფერენცია კლიმატის ცვლილების შესახებ პარიზში 30 ნოემბერს დაიწყება და 11 დეკემბრამდე გაგრძელდება. მას 174 ქვეყნის ლიდერებთან ერთად 40 000-მდე სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენელი და კლიმატის ცვლილების მკვლევარები ესწრებიან. ისინი შეეცდებიან კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ახალი გამოწვევები და პრობლემის შესაძლო გადაჭრის გზებზე ერთმანეთს ინფორმაცია გაუზიარონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი