ახალი ამბები

მინისტერიალი ბრიუსელში

13 დეკემბერი, 2010 • 1100
მინისტერიალი ბრიუსელში

დღეს ბრიუსელში ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის მონაწილე და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება. სამიტის მონაწილეები ისაუბრებენ  პარტნიორობის პროგრამის მიმდინარეობაზე და პროცესისადმი საკუთარ დამოკიდებულებაზე.  მინისტერიალზე ასევე განიხილავენ აღნიშნულ პროგრამაში მიღწეული პროგრესსა და სამომავლო გეგმებს.

 საქართველოს ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე წარადგენს. სამიტის ფარგლებში ბრიუსელში გაიმართება მოსამზადებელი შეხვედრები ევროკავშირის  მომავალი სამიტისთვის, რომელიც  2011 წელს ბუდაპეშტში გაიმართება.  ბუდაპეშტის სამიტში მონაწილეობა უნდა მიიღონ ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში ჩართული ქვეყნების პირველმა პირებმა.

ოფიციალურად აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა ევროკავშირმა 2009 წლის მაისში  დაიწყო. დღეისათვის პროგრამაში ჩართული არიან: საქართველო, უკრაინა, სომხეთი, აზერბაიჯანი და მოლდავეთი. დემოკრატიული ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში პროგრამას ბელურუსიც შეუერთდება.

აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა მიზნად ისახავს ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებასა და გამარტივებას, სავიზო რეჟიმის ჯერ გამარტივებას, შემდეგ კი გაუქმებას, ასევე არალეგალური მიგრაციის მკაცრ რეგულირებასა და ქვეყნების ერთიან ენერგო სივრცეში ინტეგრაციას.   

მასალების გადაბეჭდვის წესი