ახალი ამბები

ნიკორას სუპერმარკეტის დაყაჩაღებისას დაცვის თანამშრომელი დაჭრეს

1 დეკემბერი, 2015 • 1136
ნიკორას სუპერმარკეტის დაყაჩაღებისას დაცვის თანამშრომელი დაჭრეს

თბილისში ნიკორას სუპერმარკეტი დააყაჩაღეს და თავდამსხმელებმა დაცვის თანამშრომელი დაჭრეს. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.

“ნეტგაზეთს” “ნიკორას” პრესსამსახურიდან განუცხადეს, რომ დაცვის თანამშრომელს ჩაუტარდა 2 ოპერაცია და მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. “ნიკორას” ცნობით, ყაჩაღებმა 250 ლარის ოდენობის თანხა წაიღეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179–ე მუხლის მიხედვით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი