ახალი ამბები

“რუსეთის შოუბიზნესის წარმომადგენლების ნაწილი თურქეთში კორპორატიულ საღამოებზე უარს ამბობს”

25 ნოემბერი, 2015 • 1303
“რუსეთის შოუბიზნესის წარმომადგენლების ნაწილი თურქეთში კორპორატიულ საღამოებზე უარს ამბობს”

რუსეთის შოუბიზნესის წარმომადგენლები უარს აცხადებენ თურქეთში დასვენებაზე Су-24-თან დაკავშირებული ინციდენტის გამო – იუწყება გაზეთი “იზვესტია“.

გაზეთის ცნობით, პროტესტის ნიშნად “მაღალანაზღაურებად კორპორატიულ საღამოებზე” უარი უკვე თქვეს ფილიპ კირკოროვმა, ნიკოლაი ბასკოვმა, ანასტასია ვოლოჩკოვამ და სერგეი ჟუკოვმა.

რუსეთის შოუბიზნესის წარმომადგენლები © იზვესტია

რუსეთის შოუბიზნესის წარმომადგენლები © იზვესტია

24 ნოემბერს თურქეთის სამხედრო ძალებმა სირიის საზღვართან რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. თვითმფრინავს ცეცხლი მას შემდეგ გაუხსნეს, რაც თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვია და მოწოდების მიუხედავად არ დატოვა საზღვარი. როგორც თურქეთი აცხადებს, თვითმფრინავი 10-ჯერ გააფრთხილეს. საკითხთან დაკავშირებით ბრიუსელში ნატოს სპეციალური სხდომა გაიმართა. ეს ფაქტი “ზურგში დარტყმად” შეაფასა პუტინმა. მან რუსეთის მოქალაქეებს თურქეთში მოგზაურობისაგან თავის შეკავებაც ურჩია.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი