ახალი ამბები

შსს-მ მობილურის მითვისებისა და დაჭრის ბრადებით ორი ახალგაზრდა დააკავა

28 ნოემბერი, 2015 • 1665
შსს-მ მობილურის მითვისებისა და დაჭრის ბრადებით ორი ახალგაზრდა დააკავა

შსს-მ მობილური ტელეფონის მითვისებისა და ახალგაზრდის დაჭრის დაჭრის ბრალდებით ორი ახალგაზრდა დააკავა.

შსს-ს ცნობით, 1997 წელს დაბადებულმა კახა ბ. და 1999 წელს დაბადებულმა გერონტი მ. თბილისში, მესხიშვილის ქუჩაზე, 2001 წელს დაბადებულ ნიკა ს.-ს კუთვნილ მობილურ ტელეფონს თაღლითურად დაეუფლნენ და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

გამოძიების ცნობით, მომხდარიდან ერთ საათში, კახა ბ.-მ მეტროსადგურ „თავისუფლების მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, 1998 წელს დაბადებულ ლადო კ.-ს ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა და თანმხლებ გერონტი მ.-სთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მოზარდი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურმა საავადმყოფოში გადაიყვანა. მის ჯანმრთელობას ამ დროისთვის საფრთხე არ ემუქრება.

სამართალდამცველების ცნობით, კახა ბ. და გერონტი მ. თბილისში, დადიანის ქუჩაზე დააკავეს, დანაშაულის ჩადენის იარაღი დანა – ნივთმტკიცებად ამოიღეს. ასევე, ამოღებულია თაღლითურად მითვისებული მობილური ტელეფონი. პოლიცია აცხადებს, რომ ორივე დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება თაღლითობის და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 180-ე და 118-ე მუხლებით).

მასალების გადაბეჭდვის წესი