ახალი ამბები

ქრთამის აღების ბრალდებით მებაჟე დააკავეს

30 ნოემბერი, 2015 • 1136
ქრთამის აღების ბრალდებით მებაჟე დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ბრალდებით, საბაჟო გამშვები პუნქტი „ვალეს“ მებაჟე ოფიცერი და დანაშაულში მონაწილე კიდევ სამი თანამზრახველი დააკავა.

გამოძიების ცნობით, ბრალდებულებმა, ერთ-ერთ მოქალაქეს, თურქეთიდან საქართველოში, საბაჟო გამშვები პუნქტ „ვალეს“ გავლით, სამი კილოგრამი ოქროს განუბაჟებლად შემოტანის სანაცვლოდ, მოსთხოვეს 5 400 აშშ დოლარი, ხოლო წინასწარ აიღეს მოთხოვნილი თანხის ნაწილი.
საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338 – ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 დან 11 წლამდე ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი