ახალი ამბები

იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზს თბილისში მეორედ ესროლეს

30 ნოემბერი, 2015 • 1569
იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზს თბილისში მეორედ ესროლეს

ვაზისუბანში მდებარე იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზი ბოლო 5 დღის განმავლობაში უკვე მეორედ ცეცხლსასროლი იარაღით დააზიანეს.

შემთხვევა დღეს დილით, 6 საათზე მოხდა, ამის შესახებ იეჰოვას მოწმეების ადვოკატმა მანუჩარ ციმინტიამ ნეტგაზეთს განუცხადა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით დაიწყო. ზუსტად იმავე საკულტო ნაგებობის დაზიანების ფაქტზე გამოძიება იმავე მუხლის მიხედვით დაიყო.

25 ნოემბერს მანუჩარ ციმინტიამ ნეტგაზეთს განუცხადა, რომ იეჰოვას მოწმეების დარბაზის შენობაზე დამონტაჟებული სამეთვალყურეო კამერის მიხედვით ირკვევა, რომ შემთხვევა 2015 წლის 23 ნოემბერს, ღამის 11 საათზე მოხდა. ადგილზე ნაპოვნია 20 მასრა. ციმინტიას თქმით, თავდასხმის დროს შენობაში არავინ იმყოფებოდა და მხოლოდ მეორე დღეს, 24 ნოემბერს დილით გაიგეს შემთხვევის შესახებ და პოლიციას გამოუძახეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი