ახალი ამბები

wikileaks: სტალინის აჩრდილი რუსეთში

3 დეკემბერი, 2010 • 1127
wikileaks: სტალინის აჩრდილი რუსეთში

„ისტორიაში სტალინის როლის გათეთრებით რუსეთის ხელისუფლება ავტორიტარული მმართველობის გამყარებას ცდილობს“-წერია ვიკილიქსზე გამოქვეყნებულ წერილში, რომელიც რუსეთის ფედერაციაში აშშ-ს კონსულმა  სიუზან ელიოტმა 2009 წლის 30 ოქტომბერს საკუთარ ხელისუფლებას გაუგზავნა.  

ამერიკელი დიპლომატი წერს, რომ რუსეთის მცდელობა, იბრძოლოს „ისტორიის ფალსიფიკაცისიის“ წინააღმდე, ადამიანის უფლებების დამცველების შეშფოთებას იწვევს. ხელისუფლება აქტიურად მოქმედებს, რათა აკადემიური სფეროების თავისუფლებაში ჩაერიოს და  ისინი „ქვეყნის სამსახურში“ ჩააყენოს.   

ელიოტი წერს, რომ  სტალინის აჩრდილი განაგრძობს ნავარდს პოსტკომუნისტურ რუსეთში.  რუსეთის ხელისუფლება და საშუალო რუსი მოქალაქეები თითქოს ცდილობენ ერთმანეთს შეუთავსონ საბჭოთა წარსულის სიდიადით გამოწვეული სიამაყე და უსიამოვნო ფაქტი მათი ისტორიიდან, როცა საბჭოთა სისტემამ, განსაკუთრებით სტალინის მმართველობისას მილიონობით საკუთარ მოქალაქეს დაუნგრია ცხოვრება. ეს უსიამოვნო და ორმაგი დამოკიდებულება წარსულთან, ხელისუფლების მიერ უფრო არეულ-დარეულია.

დიპლომატის აზრით,  რუსეთის ხელისუფლება ისტორიასთან დაკავშირებული ემოციებით ხშირად მანიპულირებს, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, როცა ნაციზმზე გამარჯვებაზე საუბრობენ. მსგავსი ქმედებებს ხშირად თანამედროვე ავტორიტარიზმის გამოსაყენებლად იყენებენ.   

ვიკილიქსზე გამოქვეყნებულ კონფიდენციალურ წერილში წერია,  რომ რუსეთში  უკანასკნელი ცხარე დისკუსია მოჰყვა მოსკოვის მერიის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებას. შედეგად, განახლებულ  მეტროსადგურ „კურსკაიაზე“  განთავსებულ ხელოვენბის ნიმუშზე,  სადაც 1944 წელს სტალინისადმი მიძღვნილი ლექსი წერია, ლენინის სახელიც უნდა დამატებოდა.

მსოკოვის მთავარმა არქიტექტორმა ადგილობრივ პრესას განუცხადა, რომ მეტროსადგური კურსკაია თავის პირვანდელ სახეს უნდა დაუბრუნდეს, რაც იქ სტალინის ძეგლის განთავსებას გულისხმობს.

ყოველდღიური გაზეთი, კომსომოლსკაია პრავდა წერდა, რომ თუ ხელისუფლებას სურს, რომ ყველაფერი პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნდეს, მათ დედაქალაქი სტალინის ფოტოებით უნდა შეფუთონ, როგორც ეს იყო სტალინის ტერორის მეფობის დროს.

ამერიკელი დიპლომატის აზრით, კრემლის მცდელობა, შეალამაზოს ისტორია, ხელს უშლის აკადემიური საქმიანობის თავისუფლებას. „მაისში კრემლმა შექმნა „ისტორიის ფალსიფიკაციის საწინაარმდეგო კომისია“ და სახელმწიფო დუმის დეპუტატებმა მიიღეს კანომდებლობა, რათა დაიცვან რუსეთის ღირსება  მეორე მსოფლიო ომთან დაკავშირებით გამართულ ნებისმიერ დისკუსიაში“-წერს კონსული. 

„2009 წლის ივნისში  პიროვნებამ X(ვიკილიქსში გამოქვეყნებულ დოკუმენტში აგენტის სახელი მითითებული არ არის. ნეტგაზეთი) მოგვაწოდა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის განყოფილების უფროსის  ელ. წერილი, სადაც ის ყველა ფაკულტეტისგან ზრდილობიანად „ითხოვდა“, მისთვის გადაეგზავნათ ხელისუფლების  მაისის განცხადებასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი.”

 მოთხოვილი ინფორმაცია შეიცავდა შესაძლო „ფალსიფიკაციის“ ჩამონათვალს სწავლების თითოეულ მიმართულებაში,  ასევე ინფორმაციას სტუდენტების აქტივობების შესახებ ისეთი საკითხის პოპულარიზებაში, როგორიცაა “ისტორიის ფალსიფიკაცია“, ან „რუსეთის ინტერესების დაზარალების კონცეფცია“.

14 ოქტომბერს გაზეთი “Moscow Times” წერდა, რომ გერმანიის ხელიუფლებამ რუსეთის მთავრობასთან გააპროტესტა არხანგელსკელი მკველვარის, მიხეილ სუპრუნის დაკავება. სუპრუნი იკველვდა “სოციალისტი გერმანელების“ გადასახლებას რუსეთიდან სტალინის მმართველობის პერიოდში.  საავტორო უფლებების დარღვევის გამო ის დააკავეს და რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრება. ასევე „სამსახურისადმი უპატივცემულობის“ გამო გაანთავისუფლეს არქივის თანამშრომელი, რომელმაც მკვლევარს არქივში შესვლის უფლება მისცა.  მკვლევარს 5 წელი მიუსაჯეს, საკვლევი მასალის კონფისკაცია კი ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა მოახდინა.

ამერიკის კონსული კონფიდენციალურ მოხსენებაში წერს, რომ უცნობ ინფორმატორზე დაყრდნობით შეიტყო, რომ რუსეთის აკადემიურ წრეებში პროფესორებს ისტორიის „გამყალბებლების“ გამოვლენა და ‘შეცდომების გასწორება“ დაევალათ. ასევ შეიცვალა ისტორიის სახელმძღვანელოები, რომლებიც საბჭოთა ისტორიის „გათეთრებისკენ“ არის მიმართული.

„ხელისფლება ცდილობს შექმნას მორჩილი, დამჯერი საზოგადოება. გააყალბოს, ხშირ შემთხვევაში კი დამალოს ისტორიის გარკვეული ნაწილი.  აქაურ სკოლებში არ შეიძლება დისკუსია წარსულის შეცდომებზე, საბჭოთა დანაშაულებზე. 1937 წლის მოვლენებზე, ადამიანთა დახვრეტებზე. კრემლში ფიქრობენ, რომ მათ სწორი გადაწყვეტილებების მიღება შეუძლიათ. მსგავს საკითხებზე დისკუსიამ კი შეიძლება გარკვეული კითხვები ამჟამინდელი ხელისუფლებისადმიც გააჩინოს“-წერია მოხსენებაში.  

აქვე წერია,  რომ ისტორიულ საკითხებთან დაკავშირებით „ვირტუალური ომი“ გაჩაღდა კრემლის მომხრე და მოწინააღმდეგე ბლოგერებს შორის.  ბლოგერები დროდადრო აქვეყნებენ 15 წლის წინ არქივიდან ამოღებულ მასალებს, რომლითაც დასტურდება საბჭოთა მოქალაქეების უფლებების დარღვევები. საბჭოთა კავშირის დაშლამდე ამ ინფორმაციაზე ხელი არავის მიუწვდებოდა. დაშლის შემდეგ კი არქივები მცირე დროით გაიხსნა, თუმცა მალევე დაიხურა. ეს სწორედ ის დოკუმენეტებია, რომლის ნახვაც ხალხმა მოასწრო.

„არსებობს ეჭვი, რომ პროპაგანდისტ ბლოგერთა ნაწილი  ხელისუფლებისგან ფინანსდებიან“-წერს ამერიკელი დიპლომატი.

კონსულის აზრით, ხელისუფლების მიერ მთავარი ფოკუსის ისტორიულ ფაქტებზე გადატანა ლოგიკურია. „მას ურჩევნია, რომ დისკუსიები და კამათი ქვეყნის გარეთ მის ისტორიაზე წარიმართოს, ვიდრე შიდა პრობლემებზე“.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი