ახალი ამბები

შსს აფეთქების დეტალებს არკვევს

29 ნოემბერი, 2010 • • 1108
შსს აფეთქების დეტალებს არკვევს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, აფეთქებისას, რომელიც თბილისის ორ სხვადასხვა უბანში მოხდა, ერთი და იმავე ტიპის ასაფეთქებელი ნივთიერება იყო გამოყენებული.

“აფეთქების სხვა დეტალების გარკვევას გარკვეული დრო ესაჭიროება. როგორც კი კრიმინალისტიკური ექსპერტიზის საბოლოოს შედეგები გახდება ცნობილი, შინაგან საქმეთა სამინისტრო მათ შესახებ საზოგადოებას შეატყობინებს”,–ნათქვამია შსს ოფიციალურ ინტერნეტ გვერდზე.

28 ნოემბერს, 1,30 წუთზე, აფეთქება მოხდა ჯავახიშვილის ქუჩაზე. აფეთქების შედეგად გარდაიცვალა ერთი ადამიანი, მეორე კი დაიჭრა. შსს–ის ცნობით, ასევე დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და ლეიბორისტული პარტიის ოფისი.

პირველი აფეთქებიდან საათნახევრის შემდეგ აფეთქება მოხდა მუხიანში. შედეგად, მიმდებარე საცხოვრებელ სახლებში მინები ჩაიმსხვრა. 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი