ახალი ამბები

ტრანსორტის გაძვირება 6 დეკემბრიდან ამოქმედდება

26 ნოემბერი, 2010 • • 1198
ტრანსორტის გაძვირება 6 დეკემბრიდან ამოქმედდება

პირველი მგზავრობის ღირებულება 10 თეთრით გაიზრდება, თუ საკრებულომ მერიის მიერ შეტანილი ინიციატივა დაამტკიცა. მერიის პრესსამსახურის ცნობით, თბილისის სატრანსპორტო საშუალებებზე ფასის ათი თეთრით გაზრდა ძალაში 1 დეკემბერს შევა, თუ საკრებულომ დაამტკიცა, ხოლო 6 დეკემბრიდან ახალი ტარიფი ამოქმედდება.

40 თეთრის ნაცვლად, მგზავრობა ყვითელი ავტობუსებით და მეტროსადგურით 50 თეთრი გახდება.

გაძვირებული ტარიფი იმოქმედებს მათთვის, ვინც არ სარგებლობს საშეღავათო ტარიფით.

მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, სტუდენტები, სოციალურად დაუცველები, მოსწავლეები და ყველა ის კატეგორია, რომელიც მერიისგან საშეღავათო ტარიფით სარგებლობს, ამავე ტარიფით ისარგებლებს მომავალშიც.

პირველი მგზავრობა მათთვის, ვინც ელექტრონული ბარათით სარგებლობს, იქნება 50 თეთრი, მეორე მგზავრობა –30, ხოლო ყოველი მომდევნო 20– თეთრი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი