ახალი ამბები

ფიზიკის მასწავლებლები სტაჟირებას CERN-ში გაივლიან

25 ნოემბერი, 2010 • • 1079
ფიზიკის მასწავლებლები სტაჟირებას CERN-ში გაივლიან

 დღეს მასწავლებლებთან გამართულ შეხვედრაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა განაცხადა, რომ იანვარში ფიზიკის მასწავლებლებს საშუალება ექნებათ, ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში (CERN)  სტაჟირება გაიარონ.

ევროპულ ორგანიზაციაში მოსახვედრად, მინისტრის განმარტებით, ფიზიკის მასწავლებელთათვის კონკურსი ჩატარდება.

,,იანვარში ცენტრში წავლენ ფიზიკის მასწავლებებლები, რომლებიც გაიმარჯვებენ კონკურსში. ფიზიკის მასწავლებლები სტაჟირებას იქ იმისათვის გაივლიან, რომ ნახონ ის ახალი გამოწვევები, რომლებიც დგას ჩვენ წინაშე’’, – განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.

ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია შვეიცარიისა და საფრანგეთის საზღვარზე მდებარეობს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი