ახალი ამბები

მთავრობის სხდომის რამდენიმე საკითხი

9 ნოემბერი, 2010 • • 1167
მთავრობის სხდომის რამდენიმე საკითხი

დღეს, 2 საათზე, საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართება. სხდომაზე 41 საკითხი განიხილება.  მომხსენებლებს შორის არიან განათლებისა და მეცნიერების, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ფინანსთა, სოფლის მეურნეობის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრები.

განსახილველ საკითხთა შორის დგას განათლების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები, რომელთაც დიმიტრი შაშკინი წარადგენს. განათალებისა და მეცნიერების მინსიტრს კიდევ რამდენიმე საკითხი აქვს მთავრობის სხდომაზე წარსადგენი. მათ შორის, საკითხი სამინისტროს 2011 წლის სტრატეგიული გეგმების შესახებ.

მინისტრი ბაინდურაშვილი სხდომაზე ასევე რამდენიმე საკითხს წარადგენს. მათ შორის, დღის წესრიგში დგას შემოსავლების სამსახურის შესახებ კანონში დამატების შეტანა.

ქობალია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების უცხოური კომპანიებისთვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებაზე ისაუბრებს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი