ახალი ამბები

სააკაშვილი 7 ნოემბერზე

8 ნოემბერი, 2010 • • 1045
სააკაშვილი 7 ნოემბერზე

„რამდენიმე წლის წინ, დიდი ოქტომბრის რევოლუციის წლისთავზე, ძალიან საშიშმა სახელმწიფო დამნაშავემ ბადრი პატარკაციშვილმა გადაწყვიტა, საქართველოში მოეწყო რევოლუცია“,– განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი თქმით, პატარკაციშვილი თვეების მანძილზე საზოგადოებრივ აზრს ამუშავებდა. მაშინ საქართველოს მთავრობამ  გამოიჩინა სიმტკიცე,  სამართალდამცავმა ორგანოებმა კი ძალიან ეფექტურად იმოქმედეს.

„დემოკრატიის ტესტი იყო ის, რომ მას შემდეგ, რაც ჩვენ დავშალეთ მიტინგი, დავხურეთ ამ დამნაშავის ტელევიზია, არ მივეცით  სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის საშუალება, რაც თვითონვე დეტალურად აღწერა ვრცელ ინტერვიუში, რომელიც  ერეკლე კოდუას მისცა, ამ ყველაფრის  შემდეგ მე გადავდექი და მივეცი ხალხს საშუალება, რომ  ხელახლა მიეღოთ მონაწილეობა არჩევნებში. აი, ეს არის დემოკრატიის ტესტი, დღეს აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ჩვენი მოქმედება იყო სწორი“.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი