ახალი ამბები

კარგი და ცუდი ამბები პრეზიდენტისგან

8 ნოემბერი, 2010 • • 1435
კარგი და ცუდი ამბები პრეზიდენტისგან

ცუდი ამბავი პრეზიდენტისგან სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებს ეყრდნობა, რომლის მიხედვითაც, უმუშევართა რაოდენობა საქართველოში 30%–ია.

ეს  ერთი ცუდი   და მასთან ერთად, ორი კარგი ამბავი გაუზიარა დღეს საქართველოს პრეზიდენტმა თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებს და მათთან ერთად, მთელ საქართველოს. გამომდინარე იქიდან, რომ ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვებებში თითქმის სრულად გადაიცა სააკაშვილის ვიზიტი უნივერსიტეტში.  

ეს კატასტროფული ციფრია – თქვა პრეზიდენტმა უმუშევრობის მაჩვენებელზე. თუმცა ცუდი ამბიდან თავის დაღწევის გზებზეც ისაუბრა– ინფრასტრუქტურა, ტურიზმი და სოფლის მეურნეობის განვითარება.

ეს ის სფეროებია, რომლის განვითარებაც, პრეზიდენტის აზრით, უმუშევრობის პრობლემას დაძლევს.

,,ნენსკა ადგილია სვანეთში, სადაც მომავალ წელს ჩვენ ვიწყებთ ჰიდროელექტროსადგურის აშენებას. ეს არის 600-800 მილიონ დოლარამდე მოზიდული ინვესტიცია. რას ნიშნავს ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა? ეს არის 100 000-მდე სამუშაო ადგილი“.

რაც შეეხება ორ კარგ ამბავს. ერთი გაეროს ადამიანური განვითარების ინდექსს ეხებოდა, რომლის მიხედვითაც, საქართველო 47–ე ადგილზეა, როცა სააკაშვილის თქმით, 2005 წელს 96-ე ადგილზე იყო. ხოლო მეორე კარგი ამბავი კიდევ ერთი კვლევაა, რომლის მიხედვითაც, საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით მეთორმეტე ადგილზეა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი