ახალი ამბები

სააკაშვილი: ჩვენ გავხდით მსოფლიო ჩემპიონები

8 ნოემბერი, 2010 • • 1466
სააკაშვილი: ჩვენ გავხდით მსოფლიო ჩემპიონები

„ჩვენ გავხდით მსოფლიო ჩემპიონები ეკონომიკური რეფორმების თვალსაზრისით“,–განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა დღეს „თავისუფალი უნივერსიტეტის“ სტუდენტებთან და პროფესორ–მასწავლებლებთან შეხვედრისას.

მსოფლიო ჩემპიონობა კი პრეზიდენტმა ასე ახსნა: „ბოლო ხუთი წლის მანძილზე არც ერთ სხვა ქვეყანას არ გაუტარებია იმდენი რეფორმა, ეკონომიკური წინსვლისათვის, რამდენიც  საქართველოს მთავრობამ გააკეთა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პროგრესი’’.

სააკაშვილთან ერთად, შეხვედრას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ესწრებოდა. ასევე კახა ბენდუქიძე, ყოფილი ეკონომიკის მინისტრი, რომელიც ახლა თავისუფალი უნივერსიტეტის დამფუძნებელია.

პრეზიდენტმა ყოფილ მინისტრზეც ისაუბრა და თქვა: „ის წამოვიდა მთავრობიდან, მაგრამ სხვებისგან განსხვავებით,  თვითკმარი პიროვნებაა, რომელსაც სხვა საქმის კეთების არანაირი პრობლემა არ ჰქონდა. იმაზე მნიშნელოვანი საქმე, ვიდრე განათლების დანერგვაა, ქვეყანაში არც ერთს არ გვაქვს“. 

მასალების გადაბეჭდვის წესი