ახალი ამბები

ქრისტიან-დემოკრატების შეხვედრა

25 ოქტომბერი, 2010 • • 898
ქრისტიან-დემოკრატების შეხვედრა

“ქრისტიან-დემოკრატების” ლიდერები ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის განყოფილების ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ.

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის განყოფილება საქართველოში  ორი ახალი პროექტის განხორციელებას იწყებს. ამის შესახებ განყოფილების ხელმძღვანელმა პირებმა “ქრისტიან-დემოკრატების” ლიდერებთან შეხვედრაზე განაცხადეს.

შეხვედრის შესახებ, პარლამენტის ოფიციალური ინტერნეტ გვერდი წერს.

პირველი პროექტი საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისის გახსნაა, ხოლო მეორე – პოლიტიკურ პროცესებსა და პარტიებში  ქალების ჩართულობის გაძლიერებას გულისხმობს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი