ახალი ამბები

საფოსტო გზავნილების განბაჟების პროცედურა მარტივდება

25 ოქტომბერი, 2010 • • 1083
საფოსტო გზავნილების განბაჟების პროცედურა მარტივდება

ხვალ შემოსავლების სამსახური რეგიონალურ ცენტრში საფოსტო გზავნილების განბაჟების გამარტივებული პროცედურების პრეზენტაციას მართავს.

შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებით, საფოსტო გზავნილების განბაჟება გამარტივდა. ამანათი ჩამოსვლისთანავე გადაეცემა საფოსტო ოფისს, საიდანაც მფლობელს შეეძელბა, საბაჟო ორგანოში მიუსვლელად, ტვირთი გაიტანოს. როდესაც ტვირთი საჭიროებს განბაჟებას, მფლობელს, ამანათთან ერთად,  გადაეცემა დოკუმენტი, რომელშიც მოცემულია კანონით გათვალისწინებული გადასახადი – ნათქვამია შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი