ახალი ამბები

სააკაშვილი:აუცილებელია რუსეთთან მოლაპარაკების დაწყება

26 ოქტომბერი, 2010 • • 1261
სააკაშვილი:აუცილებელია რუსეთთან მოლაპარაკების დაწყება

ფრანკოფონიის სამინტზე, რომელიც შვეიცარიის ქალაქ მონტროში მიმდინარეობდა, საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით გამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ  აღნიშნულ სამიტზე საქართველოს დამკვირვებლის სტატუსი აქვს და ის არ ითვალისწინებს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას.

ამავე სამიტზე მონაწილე ქვეყნებმა მიიღეს რეზოლუცია, რომელშიც აღნიშნულია, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართელოს ტერიტორიულ მთლიანობას,– წერს საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ინტერნეტ გვერდი.

საქართველოს პრეზიდენტმა ტვ5მონდეს ფრანგულ ენაზე მისცა ინტერვიუ, რომელიც მათ ვებსაიტზე გამოქვეყნდა.

ბატონო პრეზიდენტო, რატომ ჩამოხვედით მონტრეში, ორგანიზაციის სამიტზე, რომელიც, რა თქმა უნდა, საერთაშორისოა, თუმცა  მხოლოდ ფრანგულენოვან ქვეყნებს  მოიცავს?

ჩვენთვის ეს ძალიან საინტერესო მოვლენაა, შესაძლებლობაა, შევხვდეთ მნიშვნელოვან ლიდერებს– აფრიკის ქვეყნებიდან, აზიიდან, სხვა რეგიონებიდან. ამის გარდა, ფრანკოფონია, უფრო მეტია, ვიდრე ფრანგული ენა. რა თქმა უნდა, საქართველოში ძალიან ბევრი საუბრობს ფრანგულად, თუმცა ეს არის ასევე კულტურა,ისტორიული ტრადიციები, და ამ კუთხით, საქართველო  დიდი ფრანგული კულტურის ნაწილია.

თქვენ აფრიკა ახსენეთ. როგორც ჩანს, თქვენ შეხვდით, აფრიკული სახელმწიფოების ლიდერებს, რა უთხარით მათ? რა კავშირები აქვს საქართველოს „შავ კონტინენტთან“?

პირველ რიგში, გლობალიზირებულ სამყაროში, ყველა ერთმანეთთან არის დაკავშირებული. ამის გარდა, თქვენ იცით, თუ რა მდგომარეობა აქვს ახლა საქართველოს. ჩვენი ტერიტორიის 20% არის ოკუპირებული.  მოსახლეობის 10%–ს არ  აქვს საკუთარი ჭერი, ისინი დევნილები არიან. რა თქმა უნდა, საერთაშორისო უფლება და ჰუმანიტარული უფლებები – ეს საკითხები გლობალური მნიშნელობის არის. სამიტმა ღიად დაუჭირა მხარი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, დევნილების უფლებებს, დაუბრუნდნენ საკუთარ სახლებს. ეს საერთაშორისო უფლებების სფეროა და ჩვენ სრულად დაგვიჭირეს მხარი. ჩვენთვის ამ მიდგომას არსებითი მნიშვნელობა აქვს. ტერიტორიულად  პატარა ქვეყანა ვართ. ჩვენ ვსაჭიროებთ მხარდაჭერას, ეს ნათელია.

მოდით ,ვისაუბროთ საქართველოს შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე. გასულ კვირას თქვენ მიიღეთ ცვლილებები კონსტიტუციაში. ცვლილებები ითვალისწინებს პრეზიდენტის უფლებების შეზღუდვას, ამ შემთხვევაში, თქვენი უფლებების შეზღუდვას. მაგრამ თქვენი ზოგიერთი მოწინააღმდეგე ფიქრობს, რომ ეს არის პოლიტიკური მანევრი, რას უპასუხებთ მათ?

პირველ რიგში, ცვლილებები მომზადებული იყო ვენეციის კომისიის მონაწილეობით, ეს ძალიან მნიშნელოვანი კომისიია ევროპის საბჭოში, რომელიც კონსტიტუციურ და დემოკრატიის საკითხებზე მუშაობს. ვენეციის კომისიის დასკვნაში ნათქვამია, რომ ეს არის მართლაც პოზიტიური ნაბიჯი წინ. ქვეყანამ მიიღო დაბალანსებული კონსტიტუცია, რომელიც აძლიერებს პარლამენტის როლს და ეს უდაოდ პოზიტიური ნაბიჯია ნებისმიერ საზოგადოებაში. პრემიერ მინისტრი, უფლებრივად უფრო მეტად შეზღუდული იქნება, ვიდრე პრეზიდენტი. დიახ, პრეზიდენტს ბევრი უფლებამოსილება აქვს. მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ ქაღალდზეა, იმიტომ, რომ ჩვენ თავისუფალი პრესა გვაქვს, აქტიური სამოქალაქო საზოგადოება. შეიძლება ქაღალდზე დაწერო იმდენი უფლებამოსილება, რამდენიც გინდა, მაგრამ რეალურად ცხოვრებაში ეს არაფერს ნიშნავს. რადგან, თუ პარლამენტში არ არის წარმოდგენილი ყველა პარტია და ყველა პოლიტიკური მოთამაშე, მაშინ პოლიტიკა გადადის ქუჩაში, და ეს ძალიან საშიშია. ახლა საქართველოში ყველაფერი სხვანაირად იქნება. ქვეყანამ რეგიონში პირველმა მიიღო მართლაც ევროპული ტიპის კონსტიტუცია, ძალიან დაბალანსებული. ეს დადებითი ფაქტორია ყველასთვის და არა კონკრეტულად რომელიმე ადამიანისთვის.

და ბოლო კითხვა. როდის და რა პირობებით იქნება შესაძლებებლი რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება?

პირველ რიგში, აუცილებელია მოლაპარაკების დაწყება. და ჩვენ ყოველთვის ვამბობთ ამას, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ოკუპანტია, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა უამრავი სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობის ადამიანი გამოყარა სახლებიდან. ამასთან, რუსეთი ამტკიცებს, რომ ისინი იქ მათ დასაცავად შევიდნენ. რეალურად, სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა მხოლოდ 6 ათასია, რუსეთი კი ამტკიცებს, რომ ის დამოუკიდებელი სახელმწიფოა. როგორ არის ეს შესაძლებელი – ბატონო მედვედევი ჩავიდა ოფიციალური ვიზიტით ქვეყანაში, სადაც 6 ათასი ადამიანი ცხოვრობს. დანარჩენი ოსები საქართელოს სხვადასხვა მხარეებში გარბოდნენ. ჩვენ მათთვის ახალი ქალაქი ავაშენეთ.
ახლა საჭიროა საუბარი, თუმცა საუბარი არა ფსევდოსახელმწიფოსთან, რომელიც მსოფლიშო არავინ არ აღიქვა სერიოზულად, არამედ საქართველოსთან. ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, ყველანაირი წინაპირობების გარეშე. აუციელებელია მოლაპარაკების გზით ყველა პრობლემის გადაჭრა. ჩვენ არ ვართ ირეალისტები, ჩვენ ძალიან პრაგმატულები ვართ და კარგად ვაცნობიერებთ, რომ ძალიან საშიშია გყავდეს მეზობელი, რომელიც შენი მტერია, თანაც დიდი სახელმწიფო – ამ შემთხვევაში ეს რუსეთია. ასეთ მეზობელთან აუცილებელია დიალოგი. ეს პირველი ნაბიჯია. მეორე ნაბიჯი სიტუაციის შეცვლაა. ევროკავშირის ძალიან ბევრმა ქვეყანამ აღიარა, რომ რუსეთის ქმედება  უკანონო ოკუპაციაა. ადამიანებს უნდა მივცეთ უფლება, დაუბრუნდნენ საკუთარ სამშობლოს. ეს ტერიტორიული მიტაცება მე–19 საუკუნის სტილშია და არ არის მიღებული 21–ე საუკუნეში. იმედი მაქვს, რომ რუსეთი გახდება მოდერნიზებული, სტაბილურობის ფაქტორი და არა საშიშროებების და პრობლემების წყარო.

დიდი მადლობა ბატონო პრეზიდენტო

თქვენ მადლობა

სამიტი
სამიტი

ორიგინალი

მასალების გადაბეჭდვის წესი