ახალი ამბები

საჯარო სკოლის დირექტორები გადამზადდებიან

23 ოქტომბერი, 2010 • • 1197
საჯარო სკოლის დირექტორები გადამზადდებიან

საჯარო სკოლის დირექტორების გადამზადების კურსი სკოლის მართვის საკითხებთან იქნება დაკავშირებული.

პროექტს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ,,საქართველოს განათლების სისტემის დამსაქმებელთა გაერთიანებასთან’’ ერთად განახორციელებს.

გაერთიენებამ განათლების სამინისტოროს დღეს იმ პროგრამის პრეზენტაცია წარუდგინა, რომელიც სკოლის ფინანსური მართვის პროგრამულ უზრუნველყოფას ეხება.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, გადამზადების კურსი სკოლის დირექტორის სტანდარტებთან შესაბამისობაში იქნება. 

პრეზენტაციას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, დიმიტრი შაშკინიც დაესწრო.

მასალების გადაბეჭდვის წესი