ახალი ამბები

შსს-მ დის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი დააკავა

23 ოქტომბერი, 2010 • • 1239
შსს-მ დის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დის მკვლელობაში ეჭვმიტანილი, 27 წლის გიორგი ფოლადაშვილი დააკავა.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულმა 22 ოქტომბერს საკუთარი და – ეკატერინე ფოლადაშვილი, ცივი იარაღის გამოყენებით, ყელისა და მუცლის არეში სასიკვდილო დაჭრა, დანაშაულის ჩადენის შემდეგ კი მიიმალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე წერია, რომ ფილადაშვილი იმავე დღეს ჩაბარდა პოლიციას და დანაშაულიც აღიარა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. მუხლი 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებაზე თბილისის შსს-ს მთავარი სამართველო მუშაობს.

მკვლელობა თბილისში, ქვემო ფონიჭალაში, მოხდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი