ახალი ამბები

მედვედევი:ნატო არ არის აგრესორი, არც რუსეთშია დიქტატურა

21 ოქტომბერი, 2010 • • 1127
მედვედევი:ნატო არ არის აგრესორი, არც რუსეთშია დიქტატურა

სტატიას ამ სათაურით ბიბისი–ს რუსული ბიურო აქვეყნებს. მედვედევმა განცხადება– „ნატო არ არის აგრესორი, არც რუსეთშია დიქტატურა“–გუშინ გააკეთა, როდესაც მოსკოვის საპრეზიდენტო რეზიდენციაში მიუნხენის საერთაშორისო პრესკონფერენციის მონაწილე ექსპერტებს ხვდებოდა.

მედვედევმა აღნიშნა, რომ მართალია, რუსეთის პრიორიტეტები არ შეცვლილა, მაგრამ რუსეთის საგარეო პოლიტიკაში რაღაც ელემენტები იცვლება.

„თუ გნებავთ, ეს არის მოდერნიზაცია. მე ვფიქრობ, რომ  უბრალოდ საჭიროა, ერთმანეთის მოსმენა და ურთიერთობის დალაგება შევძლოთ“.

მედვედევმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთ–ამერიკის „გადატვირთვის“ პოლიტიკის წარმატების ერთ–ერთი მიზეზი ის არის, რომ მას და ბარაკ ობამას პირადი ურთიერთობა კარგად აეწყოთ. რაც შეეხება ნატოს, მან თქვა:

„რუსეთის და ნატოს ურთიერთობები ყოველთვის რთული იყო, შესაძლოა ეს არის მემკვიდრეობას დამატებული ემოციები, შეგრძნებები და აღქმები“.

მედვევი ამბობს, “რუსი ხალხის ნაწილი ფიქრობს, რომ ნატო  რუსეთისთვის საფრთხის მომტანია და, ალბათ, ეს მცდარი მოსაზრებაა. მაგრამ ცხადია, რომ ხშირად რუსეთი აღიქმება დასავლეთის სამყაროს ნაწილად, სადაც არასდროს შეიძლება იყოს დემოკრატია, სადაც ხელისუფლება ყოველთვის ავტორიტარულ პრინციპებს ეყრდნობა და არ უნდა განვითარება სხვა სამყაროსთან ერთად“.

მიუნხენის პრესკონფერენციის წარმომადგენელმა ვოლფგანგ იშინგერმა დიმიტრი მედვედევს პრესკონფერეცნიაზე მიწვევა გადასცა.

2007 წელს, როდესაც რუსეთის ამჟამინდელი პრემიერი ვლადიმერ პუტინი მიუნხენის პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა, ბევრმა მისი გამოვლა შეაფასა, როგორც „ფაქტიურად ცივი ომის გამოცხადება დასავლეთისთვის“.

მასალების გადაბეჭდვის წესი