ახალი ამბები

ტყის მცველთა შესარჩევი კონკურსი დაიწყო

21 ოქტომბერი, 2010 • • 1293
ტყის მცველთა შესარჩევი კონკურსი დაიწყო

ტყის მცველთა შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპი უკვე გაიმართა. პირველ ეტაპზე კონკურსის მონაწილეებს ტესტის ჩაბარება მოუწიათ. ვინც ამ ეტაპს წარმატებით გადალახავს, კონკურსის მეორე ეტაპზე გასაურებას გაივლის.  

კონკურსში მონაწილეობის 1200 მსურველია დარეგისტრირებული, მათ შორის, მოქმედი ტყის მცველებიც არიან.  

შერჩეული კონკურსანტები, სპეციალური ნორმატივების ჩაბარების შემდეგ, ორთვიან სტაჟირებას გაივლიან,  რის შემდეგაც, 2011 წლის 1 იანვრიდან, შესაბამის რეგიონალურ სატყეო სამმართველოებში დასაქმდებიან.

ტყის მცველთა შესარჩევ კონკურსში, მამაკაცებთან ერთდ, ქალბატონებიც მონაწილეობენ.

ტყის მცველთა შესარჩევი კონკურსი სატყეო სააგენტომ მიმდინარე წლის 20 სექტემბერს გამოაცხადა და  საბუთების მიღება 8 ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობდა.

ტესტირებას გარემოს დაცვის სამინისტროს სატყეო სააგენტოს თავჯდომარე პაპუნა ხაჩიძეც ესწრებოდა.   

მასალების გადაბეჭდვის წესი