ახალი ამბები

საქართველო ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფში გაწევრიანდა

20 ოქტომბერი, 2010 • 1018
საქართველო ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფში გაწევრიანდა

საქართველო ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფში გაწევრიანდა. როგორც საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალური ვებ–გვერდი იტყობინება, მინისტრის  მოადგილემ მალხაზ აკიშბაიამ შესაბამის შეთანხმებას ხელი არგენტინის ქალაქ მენდოსაში  მოაწერა.

 ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფი 1994 წელს შეიქმნა და მისი მიზანი წევრ ქვეყნებს შორის ღვინით გამარტივებული ვაჭრობის უზრუნველყოფაა.

ორგანიზაციაში გაწევრიანებულები არიან: ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, არგენტინა, ჩილე, ავსტრალია და ახალი ზელანდია.

“მინდა მივულოცო ყველა ქართველ მეღვინეს საქართველოს ამ ჯგუფში გაწევრიანება. ეს არის არა მარტო შეღავათიანი სავაჭრო პირობები სხვადასხვა ქვეყნებთან, არამედ ეს არის მნიშვნელოვანი ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისითაც”, – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა.

საქართველოს შემდეგ, ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის წევრი ჩინეთიც გახდება, სადაც ღვინის მოხმარება სტაბილურად იზრდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი