ახალი ამბები

აშშ: რუსეთი, სავარაუდოდ, შეუერთდება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას

20 ოქტომბერი, 2010 • • 1078
აშშ: რუსეთი, სავარაუდოდ, შეუერთდება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას

რუსეთი, სავარაუდოდ, 12 თვეში მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას შეუერთდება. ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკის დარგში ლორენს სამერსმა მოსკოვში ვიზიტის დროს განაცხადა.

სამერსი მოსკოვში 19 ოქტომბერს მის კოლეგას იგორ შუვალოვს შეხვდა. რუსეთის მსო-ში გაწევრიანებაზე აშშ-ს მრჩეველმა სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

საინფორმაციო სააგენტო ინტერფაქსის ინფორმაციით, პრესკონფერენციაზე ითქვა, რომ ის საკითხები, რომლებიც რუსეთის მსო-ში გაწევრიანებას წინ ეღობება, უახლოეს რამდენიმე თვეში მოლაპარაკებების გზით უნდა მოგვარდეს.

რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას 15 წელია ცდილობს. თუ მსო-ში შემავალი ერთ ქვეყანა მაინც არ დაუჭერს მხარს მეორე ქვეყნის გაწევრიანებას, ეს უკანასკნელი ვერ შეძლებს ორგანიზაციაში გაწევრიანებას.

საქართველო, რომელიც მსო-ს წევრია, რუსეთის გაწევრიანებას ორგანიზაციაში ეწინააღმდეგება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი