ახალი ამბები

ქრისტიან-დემორატები ახალ ბიუჯეტში სარეზერვო ფონდების განახევრებას ითხოვენ

19 ოქტომბერი, 2010 • • 984
ქრისტიან-დემორატები ახალ ბიუჯეტში სარეზერვო ფონდების განახევრებას ითხოვენ

,,ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა’’ საქართველოს მთავრობასა და პრეზიდენტს მოუწოდებს, 2011 წლის ბიუჯეტის კანონპროექტში სარეზერვო ფონდები გაანახევრონ.

გიორგი ახვლედიანის თქმით, შარშანდელი ,,ქამრების შემოჭერის პოლიტიკა’’ სწორედ სარეზერვო ფონდების  შემცირებით დაიწყო და თითოეული 25 მილიონი ლარით განისაზღვრა. 2011 წლის ბიუჯეტში კი ეს თანხა 50 მილიონ ლარს აღწევს.

,,ქრისტიან-დემოკრატები’’ მოუწოდებენ მთავრობასა და პრეზიდენტს, მომავალი წლის სარეზერვო ფონდი გაანახევრონ და გამოთავისუფლებული თანხები სოფლის მეურეობისა და განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით მიმართონ.

ახვლედიანის განცხადებით, მიმდინარე წელს  მრავალი პრობლემაა გადასაჭრელი, მათ შორის, ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების დაფინანსების საკითხი, დედაქალაქისა და რაიონების პენსიონერთა პენსიის გათანაბრების საკითხი, ძალოვანი სტრუქტურის პენსიონერთა კომპენსაციის საკითხი. ამიტომ, ახვედიანის თქმით,  ,,ქამრების შემოჭერის პოლიტიკა’’ უნდა გაგრძელდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი