ახალი ამბები

საქართველო ნიკოლა სარკოზის განცხადებას გამოეხმაურება

19 ოქტომბერი, 2010 • • 960
საქართველო ნიკოლა სარკოზის განცხადებას გამოეხმაურება

საქრათველოს საგარეო უწყება დღეს საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურება. ამის შესახებ ,,ნეტგაზეთს’’ საგარეო საქმეთა სამინისტროს მედიასთან ურთიერთობის სამსახურიდან აცნობეს.

საქართველომ ხელი უნდა მოაწეროს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ძალის გამოუყენებლობის ხელშეკრულებას, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ დღეს საფრანგეთი-რუსეთი-გერმანიის სამიტზე, ქალაქ დუვილში, განაცხადა.

სარკოზის თქმით, ასევე აუცილებელია 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დატყვევებულთა გათავისუფლება. საინფორმაციიო სააგენტო ,,რია ნოვოსტი’’-ის ინფორმაციით, სარკოზიმ რუსეთს მოუწოდა, დათანხმდეს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ევროპელი სადამკვირვებლო მისიის მუშაობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი