ახალი ამბები

კეტრინ ეშტონის განცხადება პერევიდან რუსული ჯარების გაყვანაზე

19 ოქტომბერი, 2010 • • 987
კეტრინ ეშტონის განცხადება პერევიდან რუსული ჯარების გაყვანაზე

 საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კეტრინ ეშტონი ავრცელებს განცხადებას, რომელშიც  სოფელ პერევიდან რუსეთის ჯარების გაყვანის ფაქტს მიესალმება.

ეშტონის განცხადებაში ნათქვამია, რომ  ელის პროცესის შემდგომ პროგრესს ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით, რომელიც 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით შედგა.

განცხადებაში ასევე დადასტურებულია სოფელ პერევში სასაზღვრო–გამშვები პუნქტის დაშლა. ნათქვამია, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ დაადასტურა 18 ოქტომბერს რუსული ჯარების მიერ სასაზღვრო–გამშვები პუნქტის დატოვება.

ეშტონის განცხადება მხარეებს მოუწოდებს, გამოიყენონ ძალისხმევა ურთიერთობის ნორმალიზებისა და დიალოგის გაგრძელებისათვის. 

მასალების გადაბეჭდვის წესი