ახალი ამბები

ქართველი ხალხისადმი მუქარის შემცველი ვიდეო ISIS-ის რუსულენოვანმა არხმა გაავრცელა

23 ნოემბერი, 2015 • 1496
ქართველი ხალხისადმი მუქარის შემცველი ვიდეო ISIS-ის რუსულენოვანმა არხმა გაავრცელა

“გარდიანის” ინფორმაციით, furat პროფესიონლაურად მომზადებულ ვიდეომასალებს ავრცელებს რუსულენოვანი აუდიტორიისთვის. საუბარია მიმართვებზე, სამოტივაციო ვიდეოებსა და ტერორისტული დაჯგუფება “ისლმაური სახელწმიფოს” საქმიანობის შესახებ ინფორმაციაზე. სწორედ furat-ის მეშვეობით გაავრცელა ISIS-მა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩრდილო კავკასიის ვილაიეტი შეიქმნა.


furat-ის ექაუნთი არაერთ სოციალურ ქსელში შეიქმნა, მათ შორის ფეისბუკზე, ტვიტერზე, იუთუბზე. მათ შორის- რუსულ სოციალურ ქსელებში, თუმცა მათი ნაწილი დაიბლოკა, მოგვიანებით ისევ გაიხსნა და კიდევ დაიბლოკა.


Youtube-ზე ატვირთული ვიდეო, რომლითაც ოთხი ადამიანი საქართველოზე საუბრობს და მუქარის შემცველ მესიჯებს აჟღერებს, ხალიფატის ერთ-ერთმა ქართულენოვანმა ვებგვერდმაც გადაპოსტა.


სქრინშოტი furat-ის ვიდეოდან
სქრინშოტი furat-ის ვიდეოდან


მასალების გადაბეჭდვის წესი