ახალი ამბები

ბერნარ კუშნერი საქართველოს ჯანდაცვის რეფორმებში დაეხმარება

20 ნოემბერი, 2015 • • 1297
ბერნარ კუშნერი საქართველოს ჯანდაცვის რეფორმებში დაეხმარება

“მინისტრმა სერგეენკომ მთხოვა, ჩამოვსულიყავი და დავხმარებოდი ჯანდაცვის სისტემის რეფორმების პროცესში. რა თქმა უნდა, დეტალებზე ჯერ ვერ ვისაუბრებ. რეფორმები გვჭირდება თქვენც და ჩვენც. რადგან ჯადნაცვის სისტემა ყოველდღიურად და ყოველწლიურად იცვლება. თქვენ ამ ცვლილებების ხაზის შუაში ხართ. გვინდა დაგეხმაროთ ამ გამოწვევაში. მოგაწოდოთ ახალი იდეები, როგორ შეცვალეთ სისტემა საფრანგეთში, რა უნდა გაკეთდეს აქ. ამიტომაც ვარ თბილისში, რომ ვიმუშაო ქართველ მინისტრთან ერთად”, – განუცხადა კუშნერმა თბილისში ჟურნალისტებს.


 

ბერნარ კუშნერი
ბერნარ კუშნერი

ვიზიტის დროს ბერნარ კუშნერს დაგეგმილი აქვს შეხვედრები მთავრობის წევრებთან, სამედიცინო საზოგადოებასა და სტუდენტებთან.

ჯანდაცვის სამინსიტროსა და გლობალური ალიანსის ერთობლივი პროექტის მართვის საბჭოს სხდომა 20 ნოემბერს ჯანდაცვის სამინისტროში გაიმართება. სხდომაზე წარდგენილი იქნება გლობალური ალიანსის მიერ მომზადებული შუალედური ანგარიშები.

გლობალური ალიანსი ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფია, რომელიც სამინისტროს კონსულტაციას უწევს ჯანდაცვის სისტემის რეფორმირების საკითხებში.

21 ნოემბერს გლობალური კონფერენცია „ჯანდაცვის გამოწვევები 21-ე საუკუნეში-საქართველო და მსოფლიო“ გაიმართება. კონფერენციაზე ერთ-ერთი მომხსენებელი ბერნარ კუშნერი იქნება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი