ახალი ამბები

ფონდის გაძლიერების მიზნით ბურჭულაძემ მომავალი წლის საკონცერტო კონტრაქტები გააუქმა

20 ნოემბერი, 2015 • • 1392
ფონდის გაძლიერების მიზნით ბურჭულაძემ მომავალი წლის საკონცერტო კონტრაქტები გააუქმა

“მე არასოდეს მიფიქრია ვყოფილიყავი ოპერის მომღერალი, მაგრამ ცხოვრებამ მომცა ამის შანსი და მე გამოვიყენე. მე არ მინდოდა ვყოფილიყავი ქველმოქმედი, მაგრამ ცხოვრებამ შემიქმნა პირობები, რომ უნდა გავმხდარიყავი ქველმოქმედი. ამჯერად მე ჩამოვაყალიბე ფონდი. მე არ უარვყოფ, არც ვადასტურებ – თუ ცხოვრება მანახებს, რომ ეს არის ჩემი გზა, მე აუცილებლად გავაკეთებ მაგასაც,” – აცხადებს პაატა ბურჭულაძე.

 

საოპერო მომღერლის მომავალი წლის ყველა საკონცერტო კონტრაქტი გაუქმებულია, რასაც ის ფონდის გაძლიერების გეგმებს უკავშირებს. მისი თქმით, ფონდის ჩამოყალიბების ძირითადი საფუძველი არის ადამიანი, მისი დაცვა და განვითარება.

 

“უახლოეს დღეებში დაგეგმილი მაქვს სამუშაო შეხვედრები, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მის ფარგლებს გარეთ. შევხვდები მექნება საზოგადოებრივ ჯგუფებთან, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან. ფონდის მიზნებზე, ამოცანებზე და სამოქმედო გეგმაზე, საქართველოს განვითარების ფონდის ოფიციალურ პრეზენტაციაზე უფრო დეტალურად დეკემბერში ვისაუბრებ. ” – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

 

ორგანიზაცია “პაატა ბურჭულაძე – საქართველოს განვითარების ფონდი” (ააიპ) საჯარო რეესტრში 2015 წლის 30 ოქტომბერს გატარდა რეგისტრაციაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი