ახალი ამბები

თინა ხიდაშელი: საახალწლოდ ჯარი პრემიებს მიიღებს

18 ნოემბერი, 2015 • 1619
თინა ხიდაშელი: საახალწლოდ ჯარი პრემიებს მიიღებს

“მე ვაპირებ, რომ ჯარს მივცე პრემიები, ოღონდ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, მხოლოდ და მხოლოდ ვიცეპოლკოვნიკამდე რანგის მატარებელ სამხედრო მოსამსახურეებს და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოში ამაზე პროტესტი არ იქნება,” – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

 

ნეტგაზეთის კითხვაზე, თუ რა რაოდენობით პრემიის გაცემაზეა ლაპარაკი, მინისტრმა განაცხადა, რომ ჯერ არ არის ცნობილი:

 

“ამას ვითვლით, ბიუჯეტი რა შესაძლებლობასაც მოგვცემს, მაგრამ ჩემი ძალიან დიდი სურვილია, რომ სწორედ იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც ყოველდღე, დღედაღამე ემსახურებიან საკუთარი სამშობლოს უსაფრთხოებას, მცირეოდენი საჩუქარი გავუკეთოთ საახალწლოდ.”

 

გარდა ამისა, ხიდაშელმა აღნიშნა, რომ ჯარის კვებასთან დაკავშირებით ხორცით მიმარაგებაზე გამოცხადებული ტენდერი გუშინ დასრულდა და მასში მონაწილეობა ბევრმა ადგილობრივმა კომპანიამ მიიღო:

 

“შედეგები, რომელიც ჩვენ ამ ტენდერის პირობებში მივიღეთ, გვაძლევს იმის ოპტიმიზმის საფუძველს, რომ 2016 წლის პირველი იანვრიდან სრულად მოვიცვათ სეგმენტი. დაწყებული გვაქვს საუბრები ბისტნეულის, ქათმის ხორცის მიმწოდებლებთან, მასობრივად მიმდინარეობს ეს საუბრები, უამრავ კომპანიას ველაპარაკებით.”

 

მისივე თქმით, ასევე იგეგმება სამხედრო ფორმების საქართველოში შეკერვა და ამასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები კომპანიებთან.

თინა ხიდაშელი. ფოტო – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
თინა ხიდაშელი. ფოტო – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მასალების გადაბეჭდვის წესი