ახალი ამბები

ხაბაძე: არ არის გამორიცხული, რომ ამ კომპანიის უკან ბატონი ბიძინა ივანიშვილი იყოს

18 ნოემბერი, 2015 • 2065
ხაბაძე: არ არის გამორიცხული, რომ ამ კომპანიის უკან ბატონი ბიძინა ივანიშვილი იყოს

 

შესაძლებლობას, რომ ამ კომპანიის უკან ბიძინა ივანიშვილი შეიძლება იდგეს, არ გამორიცხავს თავად აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე. დღეს მან ამ საკითხზე შემდეგი კომენტარი  გააკეთა: „მე მინდა ვთქვა, რომ თუ ბატონი ბიძინა ივანიშვილი იქნება ამ კომპანიის უკან და ამ პროექტის განმახორციელებელი, მე ვფიქრობ, რომ ბათუმს და აჭარას ერთი ლამაზი ობიექტი… რომელიც აჩუქებს იმის სახით, რომ, ჩუქება პირდაპირი მნიშვნელობით არ მაქვს, ინვესტიციას განახორციელებს, რომელიც მინიმუმ 200 მილიონ დოლარს მიაღწევს. იქნება პროექტი რამდენიმე კვირაში, რომელსაც კომპანია რამდენიმე კვირაში წარმოადგენს და საზოგადოებას ამას აუცილებლად ვაცნობებთ“.

 

მწვანე კონცხზე მიწის ნაკვეთის ახალი მფლობელი შპს „ბიზნეს დეველოპმენტია“, რომელიც 2015 წლის ივნისში დაფუძნდა. მის წილების 100% შპს „ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორები“ ფლობს. „ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორები“, კომპანიის საიტის მიხედვით, 2005 წელს შეიქმნა და ინდუსტრიულ და კომერციულ სექტორებში კლიენტებს ძირითადად იურიდიულ მომსახურებას სთავაზობს.

 

თანამშრომლობს თუ არა კომპანია საპარტნიორო ფონდთან, რომელი კომპანიები არიან მისი პარტნიორები მწვანე კონცხის პროექტში, რა გეგმები გაქვთ და ან რა კავშირები იმ ფირმებთან, რომლებიც ბიძინა ივანიშვილს სახელს უკავშირდება? – ამ კითხვების პასუხად კომპანიიდან შემდეგი SMS- შეტყობინება მივიღეთ: სამწუხაროდნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორებივერ მოგაწოდებთ ინფორმაციას თქვენს მიერ დასმული კითხვების და საკითხის გარშემო, ვინაიდან ამ ეტაპისთვის ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია“.

მასალების გადაბეჭდვის წესი