ახალი ამბები

აფთიაქები საქართველოში

11 ოქტომბერი, 2010 • • 3347
აფთიაქები საქართველოში

საქართველოში არსებული აფთიაქების დაახლოებით ნახევარი სამი კომპანიის საკუთრებაა. მათ შორის, ყველაზე მსხვილი კომპანია ავერსი-გეოფარმია, რომელიც საქართველოში არსებული 1045 აფთიაქიდან, 203-ის მფლობელია. მეორე ადგილზეა კომპანია პსპ აფთიაქი, რომელიც საქართველოს მასშტაბით 153 აფთიაქს ფლობს, მესამე ადგილზე კი ჯი-პი-სის აფთიაქების ქსელია, 45 აფთიაქით.

ინფორმაცია საქართველოში არსებული ფარმაცევტული დაწესებულებების შესახებ, ჯანდაცვის სამინსიტროს ინტერნეტ გვერდზეა განთავსებული.

მითითებული ინფორმაცია 2010 წლით არის დათარიღებული. აქვეა იმ აფთიაქების ჩამონთვალი, რომლბმაც რეალიზაცია 2010 წელს დაასრულეს.

2010 წელს სულ 72-მა აფთიაქმა დაასრულა რეალიზაცია, მათ შორის,  პსპ–ს სამმა და  ავერსი გეოფარმის ერთმა აფთიაქმა.

რაც შეეხება სხვა დანარჩენ აფთიაქებს, არის რამდენიმე კომპანია, რომლებიც ერთდროულად რამდენიმე აფთიაქის მფლობელები არიან, მათ შორის, შპს თათოს აფთიაქი, სახალხო აფთიაქი, სხვა დანარჩენ შემთხვევებში, ერთი პირი ერთ ან რამდენიმე აფთიაქს ფლობს. აფთიაქების ნაწილი შპს-ა, ხოლო ნაწილი –ინდ.მეწარმე.

შპს ავერსი გეოფარმის დირექტორად გია ჩიგოგიძეა მითითებული, ვაჟა ოქრიაშვილი პსპ აფთიაქის დირექტორია, ხოლო რიგით მესამე სააფთიაქო ქსელის დირექტორი გიორგი კილაძეა.

მასალების გადაბეჭდვის წესი