ახალი ამბები

რუსეთისა და საფრანგეთის საჰაერო ძალები ISIS-ის ბანაკების დაბომბვას აგრძელებენ

17 ნოემბერი, 2015 • 1568
რუსეთისა და საფრანგეთის საჰაერო ძალები ISIS-ის ბანაკების დაბომბვას აგრძელებენ

მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ რუსული ავიაკომპანიის კუთვნილი თვითმფრინავი, რომელიც შარმ ელ შეიხიდან პეტერბურგისკენ მიფრინავდა, გასულ თვეს ტერორისტებმა ჩამოაგდეს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ის დამნაშაავეებს დასჯიდა.

საფრანგეთმა სირიაში საჰაერო ოპერაციები 16 ნოემბერს დაიწყო. საფრანგეთის სამხედრო ძალებმა 20 ავიადარტყმა განახორციელა სირიის ქალაქ რაქაში “ისლამური სახელმწიფოს” ექსტრემისტული დაჯგუფების ბოევიკების პოზიციებზე.

საფრანგეთის დედაქალაქში 13 ნოემბერს მომხდარი ტერაქტების შედეგად, ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, 129 ადამიანი დაიღუპა და 350 დაშავდა. თავდასხმები პარიზში, საკონცერტო დარბაზში, ასევე, დიდი სტადიონისა და რესტორნებისა და ბარების ახლოს მოხდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მისი ბრძანებით, საფრანგეთის სახმელეთო საზღვარი ჩაიკეტა.

მასალების გადაბეჭდვის წესი