ახალი ამბები

წლის ბოლო ნობელიანტი

11 ოქტომბერი, 2010 • • 1288
წლის ბოლო ნობელიანტი

დღეს წლის ბოლო ნობელიანტები გამოვლიდნენ. მაკროეკონომიკაში შეტანილი წვლილისთვის, აკადემიამ ნობელის პრემია ამერიკელებს– პიტერ დაიმონდს, დეილ მორტენსენს და  ბრიტანელ მეცნიერ კრისტოფერ პისარაიდესს გადასცა.

ალფრედ ნობელის სახელობის პრემია 1901 წლიდან გაიცემა, თუმცა ეკონომიკის დარგში მიღწეული წვლილისთვის, პირველი ნობელი 1968  წლიდან გაიცემა.

4 ოქტომბრიდან 11 ოქტომბრამდე ნობელის პრემია სხვადასხვა დარგში შეტანილი წვლილისთვის გაიცა.

ხულია ვარგას ლიოსა, პერუელი მწერალი, ლიტერატურაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა.

ამერიკელი მეცნიერი რობერტ ედვარდსი, რომლის დამსახურებით პირველი ბავშვი გაჩნდა სინჯარიდან, მეცნიერებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა.

მშვიდობის დარგში მიღწეული წარმატებისთვის,  ჩინელი აქტივისტი ლიუ სიაობო გამოარჩიეს, რომელიც ამ დრომდე ჩინეთის საპყრობილეში იმყოფება.  სიაობოს პრემია ჩინეთში ადამიანის უფლებებისათვის ხანგრძლივი და არაძალადობრივი ბრძოლისათვის გადაეცა. 2008 წელს ის სახელმწიფო გადატრიალების მოტივით დაიჭირეს და 11 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა  მიუსაჯეს.

პალადიუმის კატალიზატორების დახმარებით მიმდინარე ორგანული სინთეზის მსვლელობისას ჯვარედინი კავშირების შექმნისათვის, ნობელის ლაურიატები ქიმიის დარგში გახდნენ – ამერიკელი რიჩარდ ჰეკი,  იაპონელები: ეი-იჩი ნეგიში და აკირა სუზუკი.

ფიზიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები კონსტანტინე ნოვოსიოლოვი და ანდრეი გეიმი გახდნენ. პრემია მათ ახალი ნანომასალის – გრაფენის– შექმნისთვის მიიღეს.

წლის ბოლო ნობელიანტი დღეს, 11 ოქტომბერს, გამოვლინდა. ნობელის პრემია 10 მილიონი შვედური კრონია, (1.5 მლნ აშშ დოლარი), ასევე სპეციალური დიპლომი და მედალი.

ნობელის სახელობის პრემიას, მისივე ანდერძით, კაროლინას უნივერსიტეტი და მასთან არსებული ნობელის კომიტეტი გასცემს.

მასალების გადაბეჭდვის წესი