ახალი ამბები

ISIS ვაშინგტონს ემუქრება

16 ნოემბერი, 2015 • 1275
ISIS ვაშინგტონს ემუქრება

mashable.com-ის ცნობით, ვიდეო იწყება კლიპებით, სხვადასხვა მედიის საინფორმაციო გამოშვებების ამონარიდებით, რომელიც პარიზში მომხდარ ტერაქტს ეხმაურებიან, ამას მოსდევს მიმართვები, სადაც ტერორისტები ამბობენ, რომ ”უფრო მეტი წინ ელით”.

 

ვიდეოში ჩანს წვერიანი კაცი, რომელიც ეკრანის წინ დგას და ხელში შაშხანა უჭირავს. იგი ამბობს: ”თქვენ დაიწყეთ და ჩვენ შურს ვიძიებთ ალაჰისთვის, მუჰამედისთვის და მუსლიმთა სისხლისთვის”.

 

ვიდეოში ჩანს მეორე კაცი, რომელიც საკუთარ თავს ალ-ღარიბ ალჟირელად მოიხსენიებს. იგი ამბობს:

 

”საფრანგეთო, რომელიც კლავდი და ანადგურებდი მილიონობით მუსლიმს წლების განმავლობაში და სისხლით არის სავსე შენი ისტორია, მინდა გითხრა, რომ მუსლიმები გამოფხიზლდნენ. ჯიჰადისტები შენს მიწაზე არიან და მზად არიან ცეცხლში გაგხვიონ. ჩვენ მოვალთ ნაღმებით და ვერ შეგვაჩერებ, რადგან ახლა უფრო ძლიერები ვართ, ვიდრე აქამდე ვიყავით”, – ამბობს ის.

 

აღნიშნული ვიდეო, ”როიტერის” ცნობით, იმ საიტზე აიტვირთა, რომელსაც ისლამური სახელმწიფო იყენებს მას შემდეგ, რაც პარიზში განხორციელებულ ტერაქტს საჰაერო შეტევა მოჰყვა ტერორისტების მართულ ტერიტორიებზე. ალჟირელი ამბობს, რომ ყველა სახელმწიფო, რომელიც ამ იერიშში მონაწილეობს, საფრანგეთის ბედს გაიზიარებს.

 

”მივმართავთ სახელმწიფოებს, რომლებიც ამ ჯვაროსნულ ლაშქრობაში მონაწილეობენ, დადგება დღე, როდესაც ღმერთის ნებით თქვენც საფრანგეთის ბედს გაიზიარებთ. როგორც საფრანგეთის ცენტრში, პარიზში დავესხით თავს, ასევე დავეხსმებით თავს ამერიკის შეერთებულ შტატებს მის ცენტრში – ვაშინგტონში.”

 

ჯერ უცნობია, ამ ვიდეოს ავთენტურობა და წარმომავლობა. საფრანგეთი სირიის ტერიტორიაზე ბომბავს ისლამისტების კონტროლირებად ტერიტორიებს, მათ შორის ქალაქ რაქას, რომელსაც ტერორისტები საკუთარ დედაქალაქად მოიხსენიებენ. საჰაერო შეტევა აშშ-თან კოორდინაციით ხდება.

 

13 ნოემბერს ღამით პარიზში, ექვს სხვადასხვა ადგილას ერთდროულად მომხდარი აფეთქებებისა და შეიარაღებული თავდასხმების შედეგად 129 ადამიანი დაიღუპა.

 

თურქი ჯარისკაცი მორიგეობს, ამ დროს კი მამაკაცები  თურქეთის ტერიტორიიდან აკვირდებიან ბრძოლების მიმდინარეობას სირიელი ქურთებისა და „ისლამური სახელმწიფოს“ (IS) მებრძოლებს შორის ქალაქ კობანის გარეუბანში, სირიაში.  © EPA 21.10.2014
თურქი ჯარისკაცი მორიგეობს, ამ დროს კი მამაკაცები თურქეთის ტერიტორიიდან აკვირდებიან ბრძოლების მიმდინარეობას სირიელი ქურთებისა და „ისლამური სახელმწიფოს“ (IS) მებრძოლებს შორის ქალაქ კობანის გარეუბანში, სირიაში. © EPA 21.10.2014

მასალების გადაბეჭდვის წესი