ახალი ამბები

“ვენდის” დაფუძნების დღე საქართველოში ბრენდის მსოფლიოში ყველაზე დიდი რესტორნის გახსნით აღინიშნა

16 ნოემბერი, 2015 • 2374
“ვენდის” დაფუძნების დღე საქართველოში ბრენდის მსოფლიოში ყველაზე დიდი რესტორნის გახსნით აღინიშნა

 

 

გახსნის ცერემონიას, რომელიც სიმბოლურად 15 ნოემბერს დაიგეგმა, ესწრებოდნენ „ვვნდის“ წარმომადგენლები ამერიკიდან. 15 ნოემბერი განსაკუთრებული დღეა, რომელიც უკავშირდება „ვენდის“ პირველი რესტორანის გახსნას ამერიკის შეერთებულ შტატებში. 46 წლის წინ, 1969 წლის 15 ნოემბერს დეივ ტომასმა „ვენდის“ პირველი რესტორანი გახსნა.

 

თბილისში, 26 მაისის მოედანზე მდებარე „ვენდის’ ახალი რესტორანი 3 სართულზეა განლაგებული, 1,450 კვ.მ.-ს მოიცავს და შესაძლებლობა აქვს 450 სტუმარს უმასპინძლოს.

 

გახნის საზეიმო ცერემონიალში მონაწილეობდნენ „ვენდის“ აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ტოდ პენეგორი, კორპორაციის ვიცე–პრეზიდენტი ფინანსურ საკითხებში, კომპანიის განვითარების მენეჯერი აბიგაილ პრინგლე და „ვენდის“ სათაო ოფისის საერთაშორისო დეპარტამენტების ხელმძღვანელები. „ვისოლ ჯგუფიდან“ ღონისძიებას ესწრებოდა კომპანიის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე და ვიცე-პრეზიდენტი ლევან ფხაკაძე. გახსნის ცერემონიაზე ასევე წარმოდგენილნი იყვნენ ადგილობრივი ხელისუფლების და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.

 

ტოდ პენეგორმა მიულოცა სოსო ფხაკაძეს მსოფლიოში ყველაზე დიდი „ვენდის“ რესტორნის გახსნა და მიღწევები, რომლებიც საქართველოში „ვენდის“ რესტორნების ქსელის განვითარებას მოჰყვა მას შემდეგ, რაც პირველი რესტორანი რუსთაველის გამზირზე 2013 წლის სექტემბერში გაიხსნა. მხოლოდ ორი წლის ვადაში ჯამში უკვე 8 რესტორანი გაიხსნა თბილისის მასშტაბით.

 

“ეს არის მნიშვნელოვანი ეტაპი „ვენდის“ ბრენდისათვის და ჩვენი ძალისხმევის შედეგი, რომ გვქონდეს მდგრადი საერთაშორისო ზრდა”, განაცხადა პენეგორმა. “ჩვენ ძალიან ვაფასებთ „ვისოლ ჯგუფის“ ხედვას, მათ თავდადებას და ყველაზე დიდ აქცენტს მომხმარებელზე, რომელიც მკაფიოდ იგრძნობა კომპანიის მხრიდან, რაც ვფიქრობ კიდევ მეტი ზრდისა და წარმატების საწინდარი იქნება“.

 

„ვისოლ ჯგუფი“ ერთ-ერთი უდიდესი ბიზნეს ჯგუფია საქართველოში, რომელმაც 2012 წელს მიიღო ფრანჩიზის უფლება „ვენდის“ კომპანიისგან რესტორნების ქსელის საქართველოსა და აზერბაიჯანში განვითარებისათვის.

 

ისევე როგორც „ვენდის“ ფლაგმან რესტორნებში ახალგახსნილ ობიექტზე რესტორნის ნაწილის გარდა, სადაც შესაძლებლობა გაქვთ დააგემოვნოთ უგემრიელესი საფირმო მენიუ – ჰამბურგერები, სალათები, კარტოფილი და „ფროსტის“ დესერტები, განთავსებულია ასევე სათამაშო ზონა, დაბადების დღის ცენტრი და „ვენდის“ კაფე.

 

„ვენდის“ კაფეში წარმოდგენილია 15 სხვადასხვა სახის უმაღლესი ხარისხის ყავა, სათამაშო ზონა დაბადების დღის ცენტრთან ერთად გთავაზობთ სივრცეს, სადაც მომხმარებლებს საშუალება აქვთ დაისვენონ და მიიღონ „ვენდის“ რესტორანის უნიკალური გამოცდილება.

 

სოსო ფხაკაძის თქმით: “სიმბოლურია ის ფაქტი, რომ ჩვენ ავღნიშნავთ „ვენდის“ დაფუძვნების დღეს მსოფლიოში ყველაზე დიდი „ვენდის“ რესტორანის ჩვენს დედაქალაქში, თბილისში გახსნით. მოხარული ვართ, რომ „ვენდის“ კომპანიის ხელმძღვანელები შემოგვიერთდნენ ამ ძალიან მნიშვნელოვან დღეს და შესაძლებლობა გვაქვს ერთად აღვნიშნოთ ჩვენი პარტნიორობის შედეგად მიღწეული წარმატება. ჩვენ კიდევ უფრო განვავითარებთ „ვენდის“ ქსელს და ის წარმოდგენილი იქნება არა მხოლოდ ჩვენს დედაქალაქში, არამედ ჩვენი ქვეყნის სხვა რეგიონებშიც“.

 

„ვენდის“ შესახებ

 

„ვენდი“ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ამერიკული რესტორნების ქსელია, რომელიც მოიცავს 6,500-ზე მეტ რესტორანს შეერთებულ შტატებსა და 28 სხვა ქვეყანაში.

 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: www.aboutwendys.com ან www.wendys.com

 

„ვისოლ ჯგუფის“ შესახებ

 

„ვისოლ ჯგუფი“ ერთ-ერთი უდიდესი ბიზნეს ჯგუფია საქართველოში, რომელიც სხვადასხვა მიმართულებებით არის ჩართული ადგილობრივ ეკონომიკაში. ჯგუფი წარმოდგენილია მისი ქვე-ბრენდებით: „სმარტი“ – სწრაფად მზარდი სუპერმარკეტების ქსელი; „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“ – ავტოგასამართი სადგურების ქსელის მფლობელი და ოპერატორი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე; „ვისოლ გაზი“ – საცალო ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის – შეკუმშული ბუნებრივი გაზის რეალიზატორი; „ეარ ვისოლი“ – თანამედროვე ჰიდრანტის სისტემის გამოყენებით ავია საწვავის მიმწოდებელი საერთაშორისო ავიაკომპანიებისთვის,; „ვისოლ გაზის სადისტრიბუციო კომპანია“ – გაზის კომუნალური კომპანია; „ვიანორი“ – ექსკლუზიური პარტნიორი საფრანგეთის ნავთობგიგანტ „ტოტალისა“ და „შევრონის“; „დელტა ჰოლდინგი“ – სამშენებლო კომპანია; „დანკინ დონატს“ საქართველო – მოქმედი 13 რესტორანი საქართველოში. „ველაჯიო“ – უძრავი ქონების კომპანია, „ალმა“ – გარე რეკლამირების სააგენტო საქართველოში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი