ახალი ამბები

საფრანგეთის ავიაგამანადგურებლებმა ISIS-ის პოზიციები დაბომბეს

16 ნოემბერი, 2015 • 1309
საფრანგეთის ავიაგამანადგურებლებმა ISIS-ის პოზიციები დაბომბეს

უწყების ცნობით, ავიათავდასხმაში მონაწილეობა მიიღო ათმა სამხედრო თვითმფრინავმა – დარტყმები ჯიჰადისტების პუნქტზე, ბოევიკების გადაბირების ცენტრზე, იარაღისა და საბრძოლო მასალების საცავზე, ასევე ისლამური სახელმწიფოს ბოევიკების სასწავლო ბანაკზე განხორციელდა.

 

საფრანგეთის დედაქალაქში 13 ნოემბერს მომხდარი ტერაქტების შედეგად, ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, 129 ადამიანი დაიღუპა და 350 დაშავდა. თავდასხმები პარიზში, საკონცერტო დარბაზში, ასევე, დიდი სტადიონისა და რესტორნებისა და ბარების ახლოს მოხდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მისი ბრძანებით, საფრანგეთის სახმელეთო საზღვარი ჩაიკეტა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი