ახალი ამბები

ადვოკატის ცემის ფაქტზე პროკურატურამ პოლიციის განყოფილების უფროსი დააკავა

13 ნოემბერი, 2015 • • 1417
ადვოკატის ცემის ფაქტზე პროკურატურამ პოლიციის განყოფილების უფროსი დააკავა

“გამოძიების ფარგლებში უკვე დაკითხულია 18 მოწმე, მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი პოლიციის განყოფილებაში გ.მდინარაძის მონაწილეობით. დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო, ქიმიური, ბილოგიური, ტრასოლოგიური, გენეტიკური და კომპიუტერული ექსპერტიზები. 



პროკურატურა გეგმავს კანონით დადგენილ ვადაში  დაკავებულისთვის  ბრალის წაყენებას და სასამართლოსთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით მიმართვას, რის შემდეგაც უფრო დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის საზოგადოებას საქმის ფაქტობრივი გარემოებების ირგვლივ.  

 

 ამ ეტაპზე გამოძიება გრძელდება ქ.თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.


 

პოლიციის განყოფილებაში ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების გამო თბილისის პოლიციის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-5 განყოფილების უფროსმა ლაშა კვირკვაიამ თანამდებობა დატოვა.

 

 

 

საქმეზე გამოძიებას საქართველოს მთავარი პროკურატურა აწარმოებს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის საფუძველზე, რაც უფლებამოისლების გადამეტებას გულისხმობს.

 

ადვოკატი მდინარაძე © ტვ კავკასია
ადვოკატი მდინარაძე © ტვ კავკასია



 

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვაკე-საბურთალოს პოლიციის V განყოფილების შენობაში, მიმდინარე წლის 8 ნოემბერს, დილის საათებში სცემეს ადვოკატი გიორგი მდინარაძე. სახალხო დამცველის ცნობით, მისი რწმუნებულები ჰოსპიტალში პირადად შეხვდნენ და გაესაუბრნენ გიორგი მდინარაძეს, რომელსაც არაერთი დაზიანებება აღენიშნებოდა: სისხლჩაქცევა, სისხლნაჟღენთი მარჯვენა თვალბუდის არეში, ნაკაწრები მარცხენა მხარეს, ყბა-სახის არეში, სისხლნაჟღენთი ყელის არეში, მარჯვენა მხარეს. ადვოკატის თქმით, ხელბორკილები დაადეს და 5-10 წუთის განმავლობაში ისე სცემდნენ.

 

 

 

ადვოკატი გიორგი მდინარაძე აცხადებს, რომ 8 ნოემბერს, დაახლოებით 2:15 საათზე მივიდა პოლიციის შენობაში არასრულწლოვანი პირის ინტერესების დასაცავად. დაკითხვის პროცესის დაწყებამდე მან გამომძიებელს განუცხადა, რომ არასრულწლოვანი იყენებდა დუმილის უფლებას. პონალიციის თამშრომლებმა არასრულწლოვანი ცალკე ოთახში სასაუბროდ გაიყვანეს, რასაც ესწრებოდა ასევე მისი მამა. ამის შემდეგ პოლიციის თანამშრომლებმა ადვოკატის მიმართ გამოხატეს აგრესია. იგი შეიყვანეს პოლიციის უფროსის ოთახში და პოლიციის დაახლოებით ხუთმა თანამშრომელმა და მათ შორის პოლიციის უფროსმა, რომლის სახელსა და გვარს ადვოკატი ასახელებს, მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. შემდეგ შეადგინეს მისი ადმინისტრაციული დაკავების ოქმი და საბოლოოდ, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

 

 

 

”ადვოკატის მიმართ პროფესიული საქმიანობის მსგავსი უხეში ფორმებით ხელის შეშლა თავისთავად შემაშფოთებელია. ამგვარი ფაქტის არსებობა არსებით საფრთხეს უქმნის ინდივიდის უფლების და კანონის უზენაესობის დაცვას, რასაც დემოკრატიული სახელმწიფოს ღირებულებათა იერარქიაში უმთავრესი ადგილი უკავია. შესაბამისად, სახელმწიფოს რეაგირება ერთგვარი ტესტია, რამდენად არსებობს ქვეყანაში დემოკრატიული წესრიგი, რამდენად დაცულია ადამიანის უფლება და რა ლეგიტიმურ ჩარჩოებში ზის პოლიციის უფლებამოსილება,”- აცხადებს სახალხო დამცველი.


მასალების გადაბეჭდვის წესი